თემატური გეგმა ,,ფილმები და მულტფილმები''
საგნობრივი პროგრამა : ”კინოხელოვნება”
მასწავლებელი : მაია სარდლიშვილი-ბერიძე
კინოხელოვნების სწავლების მიზნებია:
ამ პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები იძენენ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს კინოხელოვნებაში, უვითარდებათ რეალურ სამყაროზე დაკვირვების, მოძრავი ვიზუალური სახეებით აზროვნების, მისი გრძნობადი აღქმისა და გააზრების უნარი; ეცნობიან კინოტექსტის სტრუქტურას და ელემენტების ფუნქციას .
უყურებენ და აანალიზებენ ქართული ფილმების და მულტფილმების ნიმუშებს ისტორიულ კონტექსტში. პრაქტიკულად გაივლიან კინოს შექმნის ყველა ეტაპს, რომლის დროსაც პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღებასთან ერთად უყალიბდებათ ადამიანებთან ურთიერთობის, განსხვავებული აზრისა და მსოფლმხედველობის მოსმენისა და გაგების უნარი.
კინოხელოვნების სწავლების ამოცანებია:
ფასეულობები და დამოკიდებულებები :
∙ პატივისცემის გრძნობის განვითარება ეროვნული კულტურის მიმართ.
∙ სოციალური მგრძნობელობის, თანაგანცდისა და თანაგრძნობის უნარის განვითარება.
∙ შემწყნარებლური დამოკიდებულების ჩამოყალიბება სხვა ადამიანების, განსხვავებული აზრის, რელიგიურ-კულტურული ტრადიციებისა და მსოფლმხედველობისადმი.
∙ მოქალაქეობრივი თვითშეგნების, პასუხისმგებლობისა და პრინციპულობის ჩამოყალიბება.
უნარ-ჩვევები
∙ შემოქმედებითი აზროვნებისა და გაგების უნარის განვითარება.
∙ დასაბუთებული მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება.
∙ გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
ცოდნა
კინოს და მულტფილმების ისტორიის გაცნობა და გააზრება.
წრის მნიშვნელობა და აქტუალობა:
მოზარდ თაობებში შეინიშნება აქტუალურ თემებზე დისკუსიების წარმართვის
ნაკლებობა. სკოლებში გაკვეთილების ფორმატი მეტნაკლებად ისეთია, რომ
მასწავლებელი ლაპარაკობს და მოსწავლეები უსმენენ, სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული საათები არ იძლევა ჩამონათვალი თემების საფუძვლიანად
შესწავლას და ვრცლად გაცნობას, დისკუსიის მოწყობას, ამიტომაც გადავწყვიტე
ფორმალური და არაფორმალური განათლების გზით ავამაღლო მოსწავლეებში
ცნობიერება. პირველ რიგში ვიზრუნე აუდიტორიის წინასწარ შემზადებაზე, მათ ვაწვდი ინფორმაციას თუ რატომ ვაჩვენებ ამ ფილმს, რატომ არის აქტუალური, რა პოლიტიკური მდგომარეობა იყო იმ პერიოდში, რაპროცესები მიმდინარეობდა. ბავშვებს ვაჩვევ იმას, რომ ფილმი არ არის მარტო ყურება, ეს არის აზროვნება.
შედეგი:
დაგეგმილი აქტივობების(დისკუსიები ფილმების ჩვენების შემდეგ და პრეზენტაციები)
განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო, გაუმჯობესდა წრეში მონაწილე
მოსწავლეთა აკადემიური და ინტელექტუალური დონის განვითარება; ხელი შეუწყო
შეძენილი ცოდნის განმტკიცება - გაღრმავებას და შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად
გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, მოსწავლეთა სოციალური და მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და შეხედულებების ჩამოყალიბებას; შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას;
გთხოვთ, გაეცნოთ ლინკებს.
ფილმები
თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიზე „მაგდანას ლურჯა’
https://youtu.be/XOQ9IJYxXXo
კონსტანტინე პიპინაშვილი „აკაკის აკვანი“
https://youtu.be/6XFnalr8iDk
თენგიზ აბულაძე „მე , ბებია,ილიკო და ილარიონი“
https://youtu.be/DQCmmvffjQg
ლანა ლორთქიფანიძე „ მე ვხედავ მზეს“
https://youtu.be/egXrd9lQR7g
სერგო ჭილაძე ზღაპარი „ ცისკარა“
https://youtu.be/MUYExileAB8
ნანა მწედლიძე „ უკვდავების თეთრი ვარდი“
https://youtu.be/bOYp6Psht5w
მულტფილმები:
„ ჩხიკვთა ქორწილი“
https://youtu.be/f-aS-qiJWv8
„ მტრობა“
https://youtu.be/OgaW5y874Ao
„ საზამთრო“
https://youtu.be/t4VmXdxvvRo
„წუნა სა წრუწუნა“...
რეფლექსია
ლისის საჯარო სკოლის პირველი -მესამე კლასის მოსწავლეები ჩართულები არიან ამ პროექტში .კინო პროექტი ყოველ ჯერზე გვთავაზობდა ბევრ სიახლეს და საინტერესო აქტივობებს.
2019 წელს 25.09 - 25.11„თავისუფალი გაკვეთილები“-ს სახით ჩავერთეთ ამ პროექტში, რომელიც ორიენტირებული იყო მოსწავლეთა ზოგადი განათლების,თვალსაწიერის და ინტელექტის ამაღლებაზე. ეს პროექტი მოზარდებს აძლევდა იმის საშუალებას,რომ განვითარებოდათ ანალიტიკური,ესთეტიკური აღქმის უნარები,არგუმენტირებული მსჯელობის კულტურა. საფუძვლიანად გაეცნობოდნენ კინომატოგრაფიის ნიმუშებს. კინოსპეციალისტებთან ურთიერთობა ხელს შეუწყობდა მოზარდების შემოქმედებითი უნარების გამოვლენას. ამისთვის ვიყენებდი მრავალფეროვან აქტივობებს რომელსაც წინასწარ ვგეგმავდი და ყოველ ჩვენების შემდეგ ვახორციელებდი მოსწავლეებთან ერთად.
მაია სარდლიშვილი-ბერიძე
მოსწავლის ანკეტური გამოკითხვა
მოსწავლე -- ელენე გოგშელიძ 3 კლასი
თარიღი - 25.11. 2019
1) კინო წრის შექმის შესახებ ინფორმაცია დროულად იქნა მოწოდბული ?
- კი +
- არა
2) კინო წრის სამუშაო პროგრამა იყო თუ არა საინტერესო თქვენთვის? –
დიახ,ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო
3) დაგეხმარათ ცოდნის გაღრმავებაში წრეზე ნაჩვენები ფილმები ?
დიახ, საფუძვლიანად გავეცანი ქართულ კინოს და ქართულ მულტფილმებს.
4) აქტივობები იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროავნი თქვენთვის?
მრავალფეროვანი და სახალისო იყო აქტივობების ჩამონათვალი :
კინოჩვენების შემდგომი დისკუსიების გამართვა,
ნანახი ფილმების აფიშის ხატვა.
დიდი ხალისით და მონდომებით ვერთვებოდი სხვა და სხვა აქტივობებში.
5) იყო თუ არა წრის შეხვედრაზე შექმნილი კეთილგაწყობილი გარემო?
სასიამოვნო, თბილი, ჭიქა ჩაისთან ერთად , დიდი სიხარულით და ხალისით მივდიოდი ჩვენებაზე. პედაგოგი თანამშრომლობდა ჩვენთან მოსწავლეებთან, ერთად ვწყვეტდით წამოჭრილ პრობლემებს .
2019 წლის 25 ნოემბერი
მშობლის ანკეტური გამოკითხვა
მშობელი - ია აბუაშვილი
მოსწავლე - 3 კლასის მოსწავლის ელენე გოგშელიძის დედა.
- წრეზე განხილული პროგრამა იყო თუ არა მორგებული თქვენი შვილის
ინტერესებზე?
დიახ, ზუსტად განსაზღვრავდა ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებს.
- დაეხმარა თქვენ შვილს განხილული მასალა ცოდნის გაღრმავებაში?
დიახ , ამას ისიც ადასტურებს, რომ დიდი ხალისით მიდიოდა ბავშვი წრეზე.ამაღლდა მისი ზოგადი განათლება და ინტელექტი. კინოხელოვნების ნიმუშები ხელმისაწვდომი გახდა მოსწავლეებისათვის.
- იყო თუ არა გარემო კეთილგაწყობილი მუშაობისათვის?
საკმაოდ კეთილგანწყობილი, თანამშრომლობის მაღალი დონე და რაც მთავარია დიდი სიყვარული დავინახე მოსწავლეების მასწავლებლისადმი.
- ისურვებდით კინო წრის ჩამოყალიბებას მომდევნო წელსაც? და რატომ?
ვფიქრობ აუცილებელიც კი არის , რადგანაც ვატყობ , ჩემ შვილს განუვითარდა სააზროვნო და შემოქმედებითი უნარები, პრეზენტაციის უნარი, აუმაღლდა თვალსაწიერი ადა ინტელექტი. იცნობს გამოჩენილ რეჟისორებს მსახიობებს, ამან კი ხელიშეუწყო მოზარდებში შემოქმედებითი უნარ ჩვევების განვითარებას
2019 წლის 25 ნოემბერი
No comments:
Post a Comment