Monday, December 2, 2019

მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა 
მოსწავლე ნიკოლოზ ზვიადაური 
სკოლა სსსპ შმაგი გოგშელიძის სახელობის 
ლისის საჯარო სკოლა 
კლასი II 
დაბადების თარიღი 18/02/2011 
ასაკი 7 
მშობელი/მეურვე დედა-გურანდა ფავლენიშვილი 
ტელეფონი 591335283 
მისამართი მცხეთის რაიონი, სოფელი 
წოდორეთი 
პირადი ნომერი 01553009972 
ისგ-ს შექმნის თარიღი 20.10.2018 
მოსწავლის ისგ -ზე პასუხისმგებელი პირი -მაია სარდლისვილი 
ისგ-ის ჯგუფების შეხვედრები თარიღი 
პირველი შეხვედრა-I-სემესტრის 
დასაწყისში 
20.10.2018 
მეორე შეხვედრა-I სემესტრის 
განმავლობაში 
10.12.2018 
მესამე შეხვედრა-II სემესტრის 
დასაწყისი 
25.01.2019 
მეოთხე შეხვედრა -II სემესტრის ბოლოს 10.06.2019 
ისგ შეხვედრის თარიღი: 20/10/201
სკოლის გუნდი სახელი-გვარი საგანი 
მშობლის პრიორიტეტი და ინტერესი 1 დამრიგებელი მაია სარდლიშვილი-ბერიძე მათემატიკა 
სკოლაში ნიკოლოზის საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინება და სწავლებისას 2 მასწავლებელი მაია სარდლიშვილი-ბერიძე ქართული ენა 
ინდივიდუალური მიდგომის 
3 მასწავლებელი მარიამ ჩხარტიშვილი ინგლისური ენა 
გამოყენება.აკადემიური და შემეცნებითი უნარების განვითარება. 4 მასწავლებელლი ხათუნა ნიკოლაძე ბუნება 
სპეც. მასწავლებელი მედეა სვანიძე 
მასწავლებლის სურვილი 
მოხდეს ნიკოლოზის ქცევის,ემოციების რეგულირება სასწავლო პროცესში,მოხდეს ი.ს.გ გეგმით გათვალისწინებული მასალის ათვისება და შემდგომ ზრდა. 
წერა ნიკას კალამი უჭირავს სწორი სამთითა ჩაჭიდებით; 
წერს მარჯვენა ხელით; შეუძლია კონტურებზე და წყვეტილებზე შემოხაზვა; შეუძლია ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების გავლება; 
წერას იწყებს ფურცლის შუა ადგილიდან; უჭირს ასაკობრივ საფეხურთან შედარებით მარტივი ტექსტის ფიგურების დაფიდან, წიგნიდან გადაწერა; არ იცავს რეგისტრებს; 
კითხვა ნიკას შეუძლია „ა“; „ი“, „თ“, „ხ“, „ს“ წაკითხვა; შეუძლია სურათის აღწერა; 
ნიკა კითხვის დროს ასოებს წარმოთქვამს შეცდომით, ვერ ამთლიანებს სამი ასოსგან შემდგარ სიტყვას. 
თხრობა ნიკას შეუძლია ასაკობრივ საფეხურთან შესაბამისად 
სურათის აღწერა და შინაარსის გადმოცემა 2-3 სიტყვიანი წინადადებებით და ილუსტრაციების დახმარებით; თხრობის დროს გადმოგვცემს მოქმედების დეტალებს მასწავლებლის დახმარებით. 
თხრობის დროს სჭირდება შეხსენება; 
ანგარიში ნიკას შეუძლია დათვლა 10-ის ფარგალში; 
ნიკა ასახელებს გეომეტრიულ ფიგურებს; 
უჭირს წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება; არ იცის მიმატება-გამოკლების ფუნქცია; შემეცნებითი უნარები(ყურადღება, აღქმა,აზროვნება, მეტყველება 
ყურადღება– ნიკა საგანზე ყურადღების კონცენტრაციას ახდენს 2-3 წუთის განმავლობაში; აღქმაგამოყოფს საგნებს შორის არსებულ მსგავს ნიშნებს,პოულობს ორი ან მეტი ნიშნით მსგავსს საგნებს, აკავშირებს გეომეტრიულ ფიგურებს შესაბამისი ფორმის საყოფაცხოვრებო საგნებთან. ანსხვავებს საგნებს ერთმანეთისგან ფერის,ფორმისა და ზომის მიხედვით.აჯგუფებს იდენტურ ფერებს.სურათებზე სწორად განარჩევს იდენტურ ობიექტებს. ახდენს ძირითადი და არაძირითადი ფერების დასახელებას.ესმის ისეთი ცნებების მნიშვნელობა როგორიცაა:დიდი,პატარა,გრძელი,მოკლე.არჩევს ზემოთ 
ყურადღება– ჩქარობს პასუხის გაცემას,რის გამოც ხშირად მოსდის შეცდომა; ყურადღება ადვილად ეფანტება გარეშე გამღიზიანებლებზე;დავალების დასრულებამდე ვერ ინარჩუნებს ინსტრუქციას,კარგავს პროგრამას; ითხოვს, რომ დავალება შეწყდეს და ითხოვს თამაშს. აღქმაცალკეულ შემთხვევაში საჭიროებს დეტალებზე დაფიქრებას 2-3 წუთი;არჩევს მარჯვენა-მარცხენას. აზროვნება - არ შეუძლია სიუჟეტური სურათების თანმიმდევრობით დალაგება; მეტყველება - უჭირს ინსტრუქციის გაგება; 
სფერო ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები 
კადე,იური უნარები: 
-ქვემოთ სივრცით მიმართულებებს. აზროვნება -აჯგუფებს ობიექტების მარტივი კატეგორიების მიხედვით;შეუძლია ობიექტის დახასიათება მარტივი კატეგორიების ფარგლებში. მეტყველებაყვება ჟესტებისა და ცალკეული სიტყვების საშუალებით;მატყველებს მარტივი ერთმარცვლიანი და ორმაცვლიანი სიტყვები;შეუძია ნაცნობი ობიექტების დასახელება; შეუძია საკუთარი ოჯახის წევრებისა და ახლობლების დასახელება; მისი ლაპარაკი ყურის მიჩვევის შემდეგ გასაგებია მსმენელისათვის; შეუძლია საკუთარი სურვილების გადმოცემა; მეტყველებს ცალკეული სიტყვებით; ადეკვატურად პასუხობს მისი მისამართით დასმულ კითხვებს; 
სიტყვებს გამოთქვამს არასწორად; უჭირს სამ-ოთხ სიტყვიანი წინადადების გადმოცემა; მეტყველების დროს ყლაპავს ასოებს, რის გამოც ზოგჯერ გაუგებარია მისი ნათქვამი; 
ემოციური სფერო დადებითად რეაგირებს წახალისებაზე; 
მოსწონს როდესაც უღიმიან და ეხუტებიან; არ გამოხატავს აგრესიას თანაკლასელების მიმართ,ის მოსიყვარულეა და მზრუნველი 
კომუნიკაციის უნარი კომუნიკაციას ამყარებს ვერბალურად; 
ადვილად ამყარებს კონტაქტს თანატოლებთან; მეგობრობს კლასელებთან; 
ერთვება ერთობლივ თამაშებში, იცავს თამაშის წესებს; ახდენს კითხვების ფორმულირებას; შეუძლია საკუთარი სურვილების სხვისთვის ვერბალურად შეტყობინება; საჭიროების შემთვევაში შეუძლია დახმარების თხოვნა; 
დამშვიდობებისას საჭიროებს შეხსენებას; 
ნიკას მსხვილი მოტორული 
დამოუკიდებლად შეუძლია გადაადგილება; უნარები 
კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლას დამოუკიდებლად ახერხებს; შეუძლია სირბილი; შეუძლია ბურთზე ფეხის დარტყმა და სროლა; შეუძლია ცალ ფეხზე ხტომა; ნატიფი მოტორული უნარები შეუძლია კალმის დაწერა სამთითა მოწოდებით;შეუძლია 
დიდი და პატარა ნივთების აღება. შეუძლია ღილების შეკვრა; შეუძია ფანქრის კონტურებზე გაყოლება; გაფერადებისას ცდილობს არ გადასცდეს ხაზებს; 
ქცევა\ყოფაქცევა ცდილობს დაიცვას წესები; 
კეთილგანწყობილია აგრესიული ქცევები არ აღენიშნება; ზრდილობიანია მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიმართ; 
მეცადინეობისას ესაჭიროება ხშირი შესვენებები; ვერბალურთან ერთდ ჭირდება თვალსაჩინო მასალის მიწოდება, რომელიც დაეხმარება ახალი მასალის ათვისებაში; 
ინსტრუქციის მიცემის შემდეგ ჭირდება გადამოწმება სწორად გაიგო თუ არა ის; ფუნქციური უნარჩვევები 
ჩაცმა-გახდა _ შეუძლია დამოუკიდებლად ტუალეტის გამოყენება _ აკონტროლებს ტუალეტის მოთხოვნილებას; დამოუკიდებლად იყენებს ტუალეტს; პირადი ჰიგიენის დაცვა - შეუძლია ხელ-პირის დაბანა, თმების დავარცხნა; ჭამა - შეუძლია დამოუკიდებლად ჭამა, არ საჭიროებს დახმარებას. საკუთარი სივრცისა და ნივთების ორგანიზება - ნიკას კლასში აქვს საკუთარი ადგილი; 
უყვარს წესრიგი; სკოლაში დააქვს საჭირო ნივთები; ტრანსპორტის გამოყენება - საჭიროებს დახმარებას 
საყიდლების განხორციელება - საჭიროებს დახმარებას საფრთხის განცდა - ქუჩაზე გადასვლისას ფრთხილობს; ნიკას შეუძლია ცივი და ცხელის გარჩევა; 
საგანმანათლებლო გარემო 
რესურსი ბარიერი 
ყავს სპეციალური მასწავლებელი, მოტივირებული დამრიგებელი და საგნის მასწავლებელი. 
შეფასების შედეგები 
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა 
თარიღი:20.10.2018 საგანი:ქართული ენა მასწავლებლის სახელი, გვარი : მაია სარდლიშვილი-ბერიძე მიმართულება: პიროვნული განვიტარება გრძელვადიანი მიზანი (წლიური ან სემესტრული) 
1 მოსწავლე ცნობს ანბანის ყველა ასოს. 2.მოსწავლეს შეუძლია ანბანის ყველა ასოს გამოწერა. 
მოკლევადიანი მიზანი (ერთი მოკლევადიანი მიზანი განისაზღვრება 4-6 კვირის ვადით, სასწავლო წლის მანძილზე სსსმ მოსწავლისთვის შედგენილი უნდა იყოს 6-7 მოკლევადიანი მიზანი) 
1 .ცნობს ანბანის ყველა ასოს. 2.ასოთაჩამონათვალში პოულობს წინასწარ მითითებულ ასოს. 3.ხელის სწორი მოძრაობით წერს ანბანის ყველა ასოს შესაბამისი მიმართულებით. 4.იცავს ხაზოვან სისტემაში ასოთა განლაგების პრინციპს. 
ჩამოწერეთ მიზნის შესაბამისი აქტივობები მაგალითისთვის, მსგავსი აქტივობების 
წინასწარ შედგენა თქვენ დაგჭირდებათ ყოველი გაკვეთილის დაგეგმვამდე რესურსი 
მასწავლებელი ანახებს მოსწავლეს წინასწარ გამოჭრილ ასოებს და უსახელებს ერთ-ერთ ასოს,მოსწავლემ უნდა მოძებნოს დასახელებული ასო. 
გამოჭრილი ასოები 
მასწავლებელი დაფაზე წრეში წერს ასოებს გაბნეულად და წრის გარეთ წერს ერთ რომელიმე ასოს და მოსწავლემ უნდა შემოხაზოს წრეში დაწერილი ასოებიდან რომელი ასოა მითიტებული წრის გარეთ 
დაფა,ცარცი 
მასწავლებელი გამოუწერს მოსწავლეს ასოებს და მან დამოუკიდებლად ხელის სწორი მოზრაობით უნდა გამოწეროს ასოები. 
რვეული,კალამი 
4 შენიშვნა: ეს ფურცელი გადამრავლდება ყველა საგნის მასწავლებლისთვის 
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა 
თარიღი: 20.10.2018 საგანი:მათემტიკა მასწავლებლის სახელი, გვარი :მაია სარდლიშვილი-ბერიძე მიმართულება: პიროვნული განვითარება გრძელვადიანი მიზანი (წლიური ან სემესტრული) 
1.მოსწავლე თვლის ,სცნობს,ადარებს და ალაგებს თანმიმდევრობით რიცხვებს 20-ის ფარგლებში. 2.მოსწავლეს შეუძლია შეკრება-გამოკლების შესრულება 20-ის ფარგლებში. 
მოკლევადიანი მიზანი (ერთი მოკლევადიანი მიზანი განისაზღვრება 4-6 კვირის ვადით, სასწავლო წლის მანძილზე სსსმ მოსწავლისთვის შედგენილი უნდა იყოს 6-7 მოკლევადიანი მიზანი) 
1.კითხულობს და წერს რიცხვებს. 2.შეუძლია რიცხვების შედარება და მეტ-ნაკლებობის განსაზღვრა 3.მოსწავლეს შეუძლია წინ და უკან თვლა 20-ის ფარგლებში 
ჩამოწერეთ მიზნის შესაბამისი აქტივობები მაგალითისთვის, მსგავსი აქტივობების 
წინასწარ შედგენა თქვენ დაგჭირდებათ ყოველი გაკვეთილის დაგეგმვამდე რესურსი 
მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეს კონკრეტულ რიცხვს,ასახელებს მოცემული რიცხვის წინა და უკანა რიცხვს, შემდეგ მოსწავლეს სთხოვს გაიმეოროს 
2 მასწავლებელი უწერს რიცხვებს რომელსაც ორივე გვერდიდან აქვს უჯრები , მოსწავლემ უჯრებში უნდა ჩაწეროს მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვი 
ფურცელი, კალამი 
მასწავლებელი უხატავს მოსწავლეს მაგ: 10 წრეს და ეკითხება მოსწავლეს,კიდევ რამდენი წრე უნდა დავუმატოთ რომ მივიღოთ 12 წრე? მასწავლებელი ეხმარება წრეების რაოდენობის 12მდე 
ურცელი და კალამი 
გაზრდაში შემდეგ კი მოსწავლე ამბობს რამდენი წრე დაამატა. 
მასწავლებელი იღებს წინასწარ მომზადებულ (გამოჭრილ)რიცხვებს და სთხოვს მოსწავლეს დაალაგოს კლების მიხედვით თან წარმოთქვას ხმამაღლა 
გამოჭრილი რიცხვები 
შენიშვნა: ეს ფურცელი გადამრავლდება ყველა საგნის მასწავლებლისთვის 
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა 
თარიღი:20.10.2018 საგანი:ქართული კითხვა მასწავლებლის სახელი, გვარი :მაია სარდლიშვილი-ბერიძე მიმართულება: გრძელვადიანი მიზანი (წლიური ან სემესტრული) 
1მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება. 
მოკლევადიანი მიზანი (ერთი მოკლევადიანი მიზანი განისაზღვრება 4-6 კვირის ვადით, სასწავლო წლის მანძილზე სსსმ მოსწავლისთვის შედგენილი უნდა იყოს 6-7 მოკლევადიანი მიზანი) 
1ცნობს ანბანის ყველა ასოს 
2 სიტყვათა ჩამონათვალშიპოულობს წინასწარ მითითებულ ასოს, მარცვალს; 3 ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს; 
4ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად; 
ჩამოწერეთ მიზნის შესაბამისი აქტივობები მაგალითისთვის, მსგავსი აქტივობების 
წინასწარ შედგენა თქვენ დაგჭირდებათ ყოველი გაკვეთილის დაგეგმვამდე რესურსი 
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეს წინასწარ მომზადებულ ფურცელს, რომელზეც სხვადსხვა ასოები ან სიტყვები წერია გაბნეულად,მოსწავლემ უნდა მოძებნის და შემოხაზოს ერთი კონკრეტული ასო(შემდეგ ორი ასო, ან მარცვალი) 
კალამი, ფურცელი 
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეს ბარათს,სადაც ორი ბგერა-ასო წარმოდგენილია შეკრების სახით, მაგ: ( ბ+ა) , მოსწავლემ ჯერ უნდა წაიკითხოს ცალკ-ცალკე და შემდეგ გააერთიანოს მარცვალი. მსგავსი პრინციპით ნელ-ნელა გადავდივართ სიტყვებზე მაგ: (და+ფა) 
ლოტო: მოსწავლეს აქვს ბარათი, რომელზეც სხვადსხვა ასოებია 
ლოტო ანბანით 
მოცემული, მასწავლებელი უჩვენებს ანბანის ლოტოს სათითაოდ, მოსწავლემ უნდა მოძებნოს არის თუ არა მის ბარათზე ეს ასო და დაფაროს.( თამაში შესაძლებელია წყვილში ან ჯგუფურად) 
მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეს სიტყვის ნიმუშს( თავდაპირველად ერთმარცვლიანი) და აძლევს ამ სიტყვაში შემავალი ასოების ბარათებს. მოსწავლემ ბარათებით უნდა ააწყოს სიტყვა სწორად. შემდეგში ცდაზე მოსწავლემ უნდა ააწყოს სიტყვა ნიმუშისაგან დამოუკიდებლად 
მოძრავი ანბანი 
შენიშვნა: ეს ფურცელი გადამრავლდება ყველა საგნის მასწავლებლისთვის 
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა 
მასწავლებლის სახელი, გვარი მაია სარდლიშვილი-ბერიძე მიმართულება:შემეცნებითი უნარების განვითარება გრძელვადიანი მიზანი (წლიური ან სემესტრული) 
1აღქმის,ყურადღების,მეხსიერების,აზროვნების უნარების გაუმჯობესება 
მოკლევადიანი მიზანი (ერთი მოკლევადიანი მიზანი განისაზღვრება 4-6 კვირის ვადით, სასწავლო წლის მანძილზე სსსმ მოსწავლისთვის შედგენილი უნდა იყოს 6-7 მოკლევადიანი მიზანი) 
ჩამოწერეთ მიზნის შესაბამისი აქტივობები მაგალითისთვის, მსგავსი აქტივობების 
წინასწარ შედგენა თქვენ დაგჭირდებათ ყოველი გაკვეთილის დაგეგმვამდე რესურსი 
მასწავლებელი უჩვენებს მოსწავლეს ორ ნახატს, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან პატარა დეტალებით,მოსწავლემ უნდა იპოვონოს განსხვავებები 
მასწავლებელი უჩვენებს ბარათს, რომელსაც აფარებს ფურცელს,ისე რომ მოსწავლე ხედავდეს ობიექტის დამახასიათებელი დეტალებს და გამოიცნოს რა არის გამოსახული სურათზე 
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეს ნახატს, რომელსაც აკლია 
მცირე დეტალები, რომლებიც იქვეა მოცემული და მოსწავლემ უნდა დააკავშიროს ნახატის მეორე ნახევართან 
მოსწავლეს ეძლევა სურათი რომელზეც ზოგიერთი საგანი შეცდომითაა დახატული, ე.წ. „უაზრობები“ ( არასწორ ადგილას დევს, ან სხვა დანიშნულებითაა გამოყენებული) მოსწავლემ უნდა იპოვოს შეცდომები და ახსნას რატომაა ეს შეცდომა 
შენიშვნა: ეს ფურცელი გადამრავლდება ყველა საგნის მასწავლებლისთვის 
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მონიტორინგი 
გრძელვადიანი მიზანი: 
მოკლევადიანი მიზნები
მოკლევადიანი მიზნები 
თვე
თვე
თვე
თვე
თვე
თვე
თვე
თვე
თვე
თვე
თვე
თვე
თვე
თვე
თვე
1
3 4 5 მიღწეული მოკლევადიანი მიზნების აღწერა ხდება განმავითარებელი კომენტარით 
მნიშვნელოვანია, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას თან ახლდეს სასწავლო წლის მანძილზე შესრულებული მოსწავლის ნამუშევრები, დავალებები. 
საგანი ქართული ენა 
კლასი/ საფეხური 
მეორე /დაწყებითი 
მოსწავლეთა რაოდენობა 
კლასში არის 1 სსსმ მოსწავლე 
გაკვეთილის თემა 
გვრიტი და მტრედი 
გაკვეთილის აქტუალობა სსსმ მოსწავლისთვ 
გამართულ მეტყველებაზე მუშაობა. 1 ფრინველის გაცნობა და დამახსოვრება 
ის მოდიფიცირე ბული მიზანი სსსმ მოსწავლისთვ ის 
1.4 შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება. 
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები სსსმ მოსწავლ ისთვის 
ცნობდეს და ანსხვავებდეს ერთმანეთისგან ცხოველსა და ფრინველს. 
წინარე ცოდნა სსსმ მოსწავლ ის 
იცის ჩიტი, როგორც ზოგადად ფრინველი 
გამოყენებულ ი რესურსი 
„ჯიპრაიდის“ საკითხავი წიგნებიდან „ნისკარტი, ფრთები ბრჭყალები, 
დიდი და პატარა სურათები, „ჯიპრაიდის“ აქტივობის ბარათები 
გამოყენებულ ი სტრატეგიე ბი 
მულტიმოდალური მიდგომა, კეთებით სწავლება. 
შეფასების ტიპები 
განმავითარებელი 
შეფასების კრიტერიუმებ ი 
სსსმ მოსწავლემ რამდენად მოახერხა ახალი ცოდნის მიღება და 
დამახსოვრება 
გაკვეთილის მსვლელობა 
1. საორგანიზაციო საკითხი 
კლასის ორგანიზება და საგაკვეთილო განწყობის შექმნა 
გამოწვევის ფაზა 
2. საშინაო დავალების შემოწმება 
საშინაო დავლებად ჰქონდათ „ქორი და იხვი,“ ვიკითხავ ხომ არ იყო რამე გაუგებარი საშინაო დავალებაში 
3. განვლილი მასალის გამოკითხვა 
წავაკითხებ ტექსტს სსსმ მოსწავლეს ვკითხავ მარტივი სიტყვების მნიშვნელობას, ვანახებ სურათებიან ბარათებს და დამისახელოს რომელია იხვი. 
4. ახალი მასალის ახსნისთვის შემზადება 
ვკითხავ რომელი ფრინველების შესახებ იყო საუბარი საშინაო დავალების ტექსტში (ქორი, იხვი). გაიხსენეთ კიდევ სხვა გარეული ფრინველები (ჩამოთვლიან) რით განსხვავდებიან გარეული ფრინველები 
შინაურისგან, რით ჰგვანან ფრინველები ერთმანეთს? შემდეგ მივაწვდი ინფორმაციას ფრინველების გარეგნობის შესახებ ჯიპრაიდის წიგნიდან „ფრთები, ბრჭყალები, ნისკარტი“. ხომ არ გაიხსენებთ ფრინველებს, რომელიც შინაურიც შეიძლება იყოს და გარეულიც. (სავარაუდოდ შეიძლება თქვან მტრედი). 
სიღრმისეული წვდომის ფაზა 5. ახალი მასალის ახსნა 
ამის შემდეგ წავუკითხავ ტექსტს „გვრიტი და მტრედი“ წიგნიდან. ასევე წავაკითხებ მოსწავლეებსაც როგორც ჯგუფურად, ასევე 
ინდივიდუალურად. ავხსნით შესაძლო გაუგებარ სიტყვებს. 
6. ახალი მასალის განმტკიცება 
სსსმ მოსწავლეს შევთავაზებ 3-4 სხვადასხვა საგნის სურათიდან 
ამოარჩიოს და მანახოს „ჩიტი“ ტექსტის ანალიზის შემდეგ წავაკითხებ 
როლებად წყვილებში 
7. საშინაო დავალების მიცემა 
სსსმ მოსწავლეს დავალებად მივეცი ახალ ტექსტში არსებულ ილუსტრაციაში ამიცნოს და დაასახელოს რომ ეს არის ფრინველი, ანუ როგორც თვითონ ამბობს „ჩიტი“, ასევე დაასახელოს მისთვის ნაცნობი ასოები, ამ დავალებას ის სახლში შეასრულებს მშობლის დახმარებით 
საგანი ქართული ენა 
კლასი/ საფეხური მეორე /დაწყებითი 
მოსწავლეთა რაოდენობა კლასში არის 1 სსსმ მოსწავლე 
გაკვეთილის თემა პეპელა და ფუტკარი გაკვეთილის აქტუალობა სსსმ მოსწავლისთვის 
გამართულ მეტყველებაზე მუშაობა. 1-2 მწერის გაცნობა და დამახსოვრება მოდიფიცირებული მიზანი სსსმ მოსწავლისთვის 
1.4 შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება. გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები სსსმ მოსწავლისთვის 
ცნობდეს და ანსხვავებდეს ერთმანეთისგან პეპელას და ფუტკარს 
წინარე ცოდნა სსსმ მოსწავლის 
იცის და ამოიცნობს 3-4 სურათში პეპელას 
გამოყენებული რესურსი „ჯიპრაიდის“ საინფორმაციო წიგნი „ფუტკარი“, სურათებიანი 
დიდი და პატარა ბარათები 
გამოყენებული სტრატეგიები მულტიმოდალური მიდგომა, კეთებით სწავლება. 
შეფასების ტიპები განმავითარებელი 
შეფასების კრიტერიუმები 
შევაფასებ სსსმ მოსწავლემ რამდენად მოახერხა ძველი ცოდნის 
დაკავშირება ახალთან 
გაკვეთილის მსვლელობა 1. საორგანიზაციო საკითხი 
კლასის ორგანიზება და საგაკვეთილო განწყობის შექმნა 
გამოწვევის ფაზა 
2. საშინაო დავალების შემოწმება 
შევამოწმებ თუ როგორ გამოწერეს წინა გაკვეთილზე მიცემული 
წინადადება და ხომ არ იყო რამე გაუგებარი საშინაო დავალებაში 
3. განვლილი მასალის გამოკითხვა 
წავაკითხებ ტექსტს სსსმ მოსწავლეს ვკითხავ მარტივი სიტყვების მნიშვნელობას, ვანახებ სურათებიან ბარათებს და დამისახელოს რა არის სურათზე გამოსახული (ხარი, ბუზი) 
4. ახალი მასალის ახსნისთვის შემზადება 
კლასს ვკითხავ რომელი მწერი იყო ნახსენები საშინაო დავალების 
ტექსტში (ბუზი). გაიხსენეთ კიდევ სხვა მწერები (ჩამოთვლიან) დაახასიათეთ ისინი. რით გამოირჩევა მწერი სხვა სულიერი არსებებისგან? 
(აქვთ 6 ფეხი). დაფაზე გამზადებული მაქვს გონებრივი იერიშის რუკა 
მწერები 
მიუწერონ მათთვის ნაცნობი მწერები და მოკლედ ისაუბრონ მათ შესახებ. 
სიღრმისეული წვდომის ფაზა 
5. ახალი მასალის ახსნა 
ასევე გამზადებული მაქვს ვენის დიაგრამა, 
ფუტკარი პეპელა 
რა აქვთ საერთო და განმასხვავებელი?(ჩავწერთ შუაში) 
ამის შემდეგ წავუკითხავ ტექსტს წიგნიდან. შემდეგ წავაკითხებ გუნდურად, ავხსნით შესაძლო გაუგებარ სიტყვებს. 
6. ახალი მასალის განმტკიცება 
სსსმ მოსწავლეს შევთავაზებ 3-4 მწერის სურათიდან ამოარჩიოს და მანახოს პეპელა, ფუტკარი. ტექსტის ანალიზის შემდეგ 
წავაკითხებ როლებად წყვილებში 
რეფლექსიის ფაზა 
7. შეჯამება 
გაკვეთილის ბოლოს დავსვამ შემაჯამებელ კითხვებს. დასკვნისთვის 
ვიკითხავ: მოგწონთ პეპლის საქციელი? ფუტკრის? 
8. შეფასება 
სსსმ მოსწავლეს უყვარს როდესაც აქებენ და ამიტომ მას ვეტყვი რომ თავი გამოიჩინა სწორი და კარგი პასუხებით. 
9. საშინაო დავალების მიცემა 
სსსმ მოსწავლეს დავალებად მივეცი ახალ ტესტში მონახოს რომელია ფუტკარი და რომელი პეპელა. ამ დავალების შესრულებას ის სახლში შეძლებს მშობლის დახმარებით. 
საგანი მათემატიკა 
კლასი/ საფეხური მეორე /დაწყებითი 
მოსწავლეთა რაოდენობა კლასში არის 1 სსსმ მოსწავლე 
გაკვეთილის თემა წელიწადის 4 დრო გაკვეთილის აქტუალობა სსსმ მოსწავლისთვის 
შეძლოს წელიწადის ოთხი დროის დამახსოვრება 
მოდიფიცირებული მიზანი სსსმ მოსწავლისთვის 
შეძლოს განასხვავოს რომ ზოგ სეზონზე ცხელი და ზოგზე-ცივა 
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები სსსმ მოსწავლისთვის 
იცოდეს, რომ წელიწადში 4 დროა. 
წინარე ცოდნა სსსმ მოსწავლის 
იცის რამდენიმე ფერი და რიცხვი 
გამოყენებული რესურსი პლაკატი -„ სეზონური საათი“ სხვადასხვა ფერისა და ზომის ფურცლები, 
ფლომასტერები,ფანქრები, სახაზავები, სამუშაო ფურცლები.., 
გამოყენებული სტრატეგიები მულტიმოდალური მიდგომა, კეთებით სწავლება. 
შეფასების ტიპები განმავითარებელი 
შეფასების კრიტერიუმები 
შევაფასებ სსსმ მოსწავლემ რამდენად მოახერხა მითითებული 
აქტივობების განხორციელება 
გაკვეთილის მსვლელობა 1. საორგანიზაციო საკითხი 
კლასის ორგანიზება და საგაკვეთილო განწყობის შექმნა 
გამოწვევის ფაზა 
2. საშინაო დავალების შემოწმება 
საშინაო დავალებას შევამოწმებ ფრონტალური კითხვების საშუალებით. 
3. განვლილი მასალის გამოკითხვა 
.სსსმ მოსწავლეს ვკითხავ მას ახლა სცხელა თუ სცივა? ყოველთვის ასეა? 
(სავარაუდოდ მიპასუხებს, რომ არა 4. ახალი მასალის ახსნისთვის შემზადება 
შემზადებისთვის ვეტყვი გამოცანას „ერთსა ალვისა ხეზედა 12 ტოტი აბია, 
სცვივა და სცვივა ფოთლები, ისევ იმდენი ასხია“. გამოიცნობენ და 
ავხსნით რას ნისნავს ეს. ანალოგიურად ავხნი, რომ ასევე მონაცვლეობს წელიწადის დროები, ანუ სეზონები- წელიწადის ოთხივე დრო მეორდება სიღრმისეული წვდომის ფაზა 
5. ახალი მასალის ახსნა 
სსსმ მოსწავლე იტყვის, რომელი დრო უფრო მოსწონს, როცა სცივა, თუ როცა სცხელა, ან როცაა თბილა, თუ როცა გრილა. წავუკითხავ ლექსებს, ანდაზებსა და გამოცანებს წელიწადის დროების 
შესახებ. 
6. ახალი მასალის განმტკიცება 
სსსმ მოსწავლეც ერთერთ ჯგუფშია და ფერის მიხედვით უნდა მითხრას 
რომელი დრო შეხვდა მის ჯგუფს (მისთვის მაქვს ოთხი ფერადი ბარათი, ცისფერი-ზამთარი, მწვანე-გაზაფხული, წითელი-ზაფხული, ყვითელი-შემოდგომა. ამ შემტხვევაში მექნება 2 ბარათი, რათა უფრო გაუიოლდეს სეზონის დასახელება ნახატის ან აპლიკაციის მეშვეობით შექმნან 
რეფლექსიის ფაზა 
7. შეჯამება 
გაკვეთილს შევაჯამებთ პრეზენტაციით, ისაუბრებს ნამუშევრის შესახებ. 
სსსმ მოსწავლე იტყვის რომელი დრო უფრო მოსწონს (შეძლებისდაგვარდ) მოეწონა თუ არა ის სამუშაო, რაც შეასრულა. 
8. შეფასება 
სსსმ მოსწავლეს ვეტყვი, რომ ის ძალიან აქტიურობდა გაკვეთილის განმავლობაში და თავი გამოიჩინა. 9. საშინაო დავალების მიცემა 

სსსმ მოსწავლეს დავავალებ შეძლებისდაგვარად დაიმახსოვროს წელიწადის დროების სახელები (რა თქმა უნდა მშობლის დახმარებით)

No comments:

Post a Comment