პროექტის გეგმა სოციალური პროექტის ავტორი:მაია სარდლიშვილი-ბერიძე თემა: ,, გავერთიანდეთ ბულინგის წინააღმდეგ“ კლასი:მე_3, მე-4. განხორციელების დრო და ჩარჩო: ერთი კვირა 25.10.2019---01.11.2019 შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები .მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს კანონიერება და მშვიდობიანი თანაარსებობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
• ავლენს ზრდილობიანი და უსაფრთხო ქცევის წესების ცოდნას.
• აღწერს , თუ რა საფრთხეს უქმნის საზოგადოებასა და პიროვნებას კანონის დარღვევის დაუსჯელობა.
• ასაბუთებს , თუ რატომ უნდა იცხოვრონ მშვიდობიანად და ღირსეულად სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანებთან. პროექტის მიზანი:
• მოსწავლეთა მიერ ბულინგის ირგვლივ მოძიებული ინფორმაციის დამუშავება ტექნოლოგიების გამოყენებით
• გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით , დასკვნების გამოტანა
• პრევენციული ზომებისა და რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება როგორც თანატოლებთან ისე ფართო საზოგადოებისთვის
• ბუკლეტების დარიგება მოსახლეობაში
• კომუნიკაციისა და პასუხისმგებლობის უნარის განვითარება მოსწავლეებში
• პრეზენტაციის უნარის განვითარება პროექტის აქტუალურობა
• საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი
• ადრეულ, ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში იჩენს თავს, ძალადობა მოზარდებს შორის
• მოსწავლეები მეტ-ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას ბულინგის შესახებ
• მოსწავლეებმა არ იციან , როგორ დაიცვან თავი ძალადობისაგან
• რა საჭირო ღონისძიებები , პრევენციული ზომები უნდა მიიღონ ძალადობის თავიდან ასაცილებლად.
პროექტის ამოცანები
• პროექტის ორგანიზება
• ბულინგის შემთხვევების შესწავლა
• საინფორმაციო საიტის შერჩევა
• ინფორმაციის თავმოყრა
• პროექტის შესრულების გზების ვადის განსაზღვრა
განსახორციელებელი აქტივობები
• პროექტის პირველ ეტაპზე ვიწყებთ ფილმის ერთობლივად ჩვენებას სოციალური პრობლემის ,, ბულინგის“ თემაზე და ვმართავთ დისკუსიას.
• პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები დაყოფილები არიან ოთხ ჯგუფად , რომლებსაც განაწილებული აქვთ ბულინგის ოთხი მიმართულება: ფარული ბულინგი, ვერბალური ბულინგი, კიბერბულინდი, ფიზიკური ბულინგი.
• მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას , ახარისხებენ და ალაგებენ შინაარსობრივად.
• მოსწავლეები აწყობენ პროექტის პრეზენტაციას
• საინფორმაციო ბუკლეტების შექმნა
გამოსაყენებელი აქტივობები
• მასწავლებლის მიერ შემუშავებული გეგმის გაცნობა მოსწავლეებისთვის
• ინფორმაციის მოპოვება ,,ბულინგზე“
• ყველა ჯგუფის წევრების ნამუშევრების გათვალისწინება.
• პრეზენტაციის ფორმის და პროექტის გეგმის შესახებ აუდიტორისთვის მიწოდება
• შიდა შეფასების ჯგუფისთვის წარსადგენი პროექტის რეფლექსია
პროექტის საჭირო მასალები
• თაბახის ფურცელი
• მარკერი
• კომპიუტერი
• პროექტორი
• პრინტერი
პროექტის ამსახველი ფოტოები იხილეთ ბლოგზე-
რეფლექსია
ჩატარების ადგილი: სსსპ შმაგი გოგშელიზის სახელობის ლისის საჯარო სკოლა . მონაწილე კლასი:მესამე-მეოთხე ძირითადი თემა:,, გავერთიანდეთ ბულინგის წინააღმდეგ“ მე-3, მე-4 კლასში პროექტის ფარგლებში განვახორციელე პროექტი ,, გავერთიანდეთ ბულინგის წინააღმდეგ“. პროექტი დავგეგმე ჩვენი სასკოლო საჭიროებებიდან გამომდინარე.
პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეთა მიერ ბულინგის ირგვლივ მოძიებული ინფორმაციის დამუშავება ტექნოლოგიების გამოყენებით.
კლასი გავყავი ოთხ ჯგუფად. მოსწავლეებმა გაინაწილეს ბულინგის ოთხი მიმართულება: ფარული ბულინგი, ვერბალური ბულინგი, კიბერბულინგი და ფიზიკური ბულინგი. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია , დაახარისხეს და დაალაგეს შინაარსობრივად. მოვიპოვეთ თეორიული და ფოტო მასალა ბავშვებზე ძალადობის შესახებ. ბოლოს თანატოლებთან მოაწყვეს დასრულებული პროექტის პრეზენტაცია, სასურველი ფორმატით. პროექტის მსვლელობისას მოხერხდა დასახული მიზნის მიღწევა: მოხერხდა მოსწავლის მიერ ბულინგის შესახებ ინფორმაციის მოძიება და გამოყენება ტექნოლოგიების გამოყენებით, გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით დასკვნების გამოტანა, პრევენციულო ზომების და რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული ინფორმაციის გაზიარება საზოგადოებასთან. მოსახლეობაში დავარიგეთ საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტები .თითოეული აქტივობა წარიმართა გეგმის შესაბამისად. პროექტში ყველაზე წარმატებული იყო შემდეგი აქტივობები: მოსწავლეთა მიერ ბულინგის ირგვლივ მოძიებული ინფორმაციის დამუშავება ტექნოლოგიების გამოყენებით და პრეზენტაციის უნარის განვითარება .ამ პროექტით მოსწავლეებს განუვითარდათ , თანამშრომლობის, დაგეგმვის, კვლევის , კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი .
No comments:
Post a Comment