კონკურსებისათვის, ოლიმიადებისათვის, შეჯიბრებისათვის მოსწავლეთა მომზადება
სკოლა - სსიპ შმაგი გოგშელიძის სახელობის ლისის საჯარო სკოლის პროგრამის დასახელება - ქართული კლასგარეშე საქმიანობა პროგრამის ტიპი - კლასგარეშე დამატებითი საქმიანობა ჯგუფებთან კლასი - მე-3 პროგრამის საქმიანობა 3 თვე სწავლების ტიპი- ჯგუფური მე-3 . ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზრვრული მოთხოვნები, მოსწავლეთა ინტერესები, ინდივიდუალური შესაძლებლობები; პროგრამის მიზნები მოსწავლეთა ანალიტიკური,შემოქმედებითი, აღწერითი ან თხრობითი ტექსტის აგების,აქტიური კითხვის გაცნობის , დაკვირვების უნარ- ჩვევის განვითარებაზე მუშაობის, მხატვრული ხერხების გაცნობა- ანალიზის,პერსონაჟის ხატვის ხერხებზე დაკვირვების უნარ-ჩვევის განვითარება; . ინფორმაცის მოპოვება ტექსტებიდან გამომდინარე; .მეტყველების ნაწილებზე სათანადო ტესტების დამუშავება; .საინფორმაციო და სამეცნიერო ტექსტების გაცნობა; .მართლწერის თავისებურების შესწავლა-ანალიზი; ლექსიკა-ფრაზეოლოგიზმებზე მუსაობა; პუნქტუაციაზე დაკვირვება და წესების შესწავლა;
ძირითადი უნარ-ჩვევები, რომელთა გამომუშავებასაც ხელს უწყობს პროგრამა: . წერითი კულტურის დახვეწა-გაანალიზება; .წერის სტრატეგიების გამოყენება, ნაწერის ეფექტური ორგანიზებისთვის; .მართებულად იყენებენ სასვენ ნიშნებს; . იცავენ მართლწერისა და პუნქტუაციის წესებს; თანამიმდევრულად აგებენ თხრობას,სწორად იყენებენერთი ნაწილიდან
მეორეზე გადასვლის აღმნიშვნელ სიტყვებს( ჩართულ სიტყვებს); .ადვილად აანალიზებენ ტექსტს; .აკავშირებენ ტექსტში ასახულ მოვლენებს დღევანდელობასთან; .მსჯელობენ პრობლემაზე.•
მოდელირება პრობლემის ამოცნობა,მისი გამომწვევ მიზეზებზე დაფიქრება,მოსაზრების განმტკიცება სათანადო მაგალითებით. სირთულის გადაჭრა - რჩევის მიცემა. .ინფორმაციის მოძიება ტექნიკური საშუალებებით.
თანამშრომლობა . მასწავლებელთა და მოსწავლეთა კორექტულობა; .დროის რეგლამენტის დაცვა; .გაკვეთილის დაგეგმვა; .ხერხებისა და მეთოდების ფლობა.
მიმართულებები .ლექსიკა; .სურათვის ხატვის ენობრივი საშუალებები;
.ფრაზეოლოგიზმები; .მორფოლოგია; .მხატვრული ხერხები;
.მართლწერა.
სწავლების მეთოდები და სტრატეგიები . ჯგუფური მუშაობა . ტესტირება; . შემაჯამებელი წერები; . ჩანაწერების გაკეთება; . გონებრივი იერიში; . მასწავლებლისა და მოსწავლეთა შეფასება; . ბარათებით მუშაობა. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ :
. გახდნენ კარგი მკითხველები;
. იმსჯელებენ სიუჟეტისა და ფაქტების შესახებ;
. ჩასწვდებიან ენის სტრუქტურას ; . გაიზიარებენ ერთმანეთის გამოცდილებას; . მოიპოვებენ ინტერნეტის მეშვეობით სათანადო მასალას; . ტექსტში აღმოაჩენენ მხატვრულ ხერხებს; . გააკეთებენ შესწავლილი ტექსტებიდან საყვარელი ეპიზოდების ინსცენირებას; . ტექსტის სიუჟეტურ ქარგაში ჩართავენ ახალ პასაჟებს; . საკუთარ შეხედულებისამებრ დაასრულებენ დაუსრულებელ ნაწარმოებებს; . გახდებიან საკუთარი შესაძლებლობების აღმომჩენები და ოლიმპიადებზე ამ პოტენციალს რეალიზებაში მოიყვანენ.
. განსახორციელებელი აქტივობები 20.09.19 .მე-3 კლასის პროგრამის შესწავლა-გადახედვა; . გასული წლების ოლიმპიადების ნიმუშების შესაბამისითემის სავარჯიშოების განხილვა; . აქტივობების მრავალფეროვნება.
27.09.2019 ანბანი. ასო და ბგერა
1.10.2019 . სიტყვა დაწინადადება. წერო და მელა (იგავი)
8.10.2019 სიტყვის მარცვალი სულხან საბას იგავები 15.10.2019 ბუნების სურათები;
ბავშვები მოთხრობებში; ვაჟკაცსა -გული რკინისა; დისკუსია. 22.10.2019 სამშობლო; ძველებური ამბები;
გრამატიკული სავარჯიშოები. 29.10.2019 თანაგრძნობა და სინანული; გულიდან ამოძახილი;სიცილი გადამდებია; 02.11.19
დედაენის ძალა. 09.11.2019 მხოლობითი და მრავლობითი. ზღაპრის სამყაროში 16.11.2019 არსებითი სახელის კუმშვა და კვეცა. 23.11.2019 თქმულები და მითები.
. რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
შევნიშნე რა მოსწავლეების დიდი მონდომება და ინტერესი, მათი მოთხოვნილებები, საჭიროებები, ინდივიდუალური შესაძლებლობები და მოტივაცია კონკურსებში, ოლიმპიადებში მონაწილეობისა , გადავწყვიტე, შემექმნა სპეციალური პროგრამა მათთან კლასგარეშე დამატებითი საქმიანობისათვის მოსწავლეთა, კერძოდ, (მე-3 კლასი) ჯგუფთან. რომლითაც, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად, ავამაღლებდი საგნის სწავლების დონეს, დამატებითი მასალით გავამდიდრებდი მათს ცოდნა-წარმოდგენასქართულ ენაში უპირველესად, შევადგინე სამოქმედო პროგრამა, რომელშიც გავითვალისწინე მესამე კლასის მოსწავლეთა ინდივიდუალური, ასაკობრივი თავისებურებები, საჭიროებები და ინტერესები, შესაბამისად, ჩემ მიერ შედგენილი პროგრამის დასაყრდენი და საფუძველი, მიზანიც დასახელებული საკითხების ირგვლივ
გაკვეთილზე შეძენილი ცოდნის შევსება, განმტკიცება-გაღრმავება იყო.
რადგან მოსწავლეები ვიზუალურ მახასიათებლებს უფრო იმახსოვრებენ, ამიტომ გამოვიყენე მრავალფეროვანი თვალსაჩინოება, ინტერნეტ-რესურსი: kings.ge, balavarigeorgia.ge, everest.ge,... ტესტების ნიმუშები, G-pried-ის ფოკუსირებული ტესტები, დამატებითი სახელმძღვანელოები, მასწავლებლების მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები და სხვა. გეგმის სრული შესაბამისობით წარიმართა აქტივობები: ქართული ენის საერთაშორისო ოლიმპიადის ტესტების ნიმუშების მიმოხილვა;
• ვუნდერკინდის მოსამზადებელი ტესტები;
• ვიდეომასალა-მესამე კლასის ტესტების განხილვა;
• ხანის აკადემია--მე-3 კლასის შესაბამისი მასალებისა და ტესტების დამუშავება.
• წინა წლებში სხვადასხვა ქართულის ოლიმპიადაზე გამოყენებული ტესტების ნიმუშების განხილვა: kings.ge, balavarigeorgia.ge, everest.ge...;
• პროგრამის ქართულ ენასთან დაკავშირებით ვიდეორესურსების ჩვენება......
• თემატიკის შესაბამისად ტესტების, ამოცანების, მაგალითების ამოხსნა ინდივიდუალურად, წყვილებში ან ჯგუფურად. საჭიროების შემთხვევაში სკაფოლდინგის გამოყენება.
• შემაჯამებებელი ტესტირება, რადგანაც შემაჯამებელი ტესტირება უკავშირდება პროგრამით გათვალისწინებული სწავლა-სწავლების განსაზღვრულ შედეგებს. ფასდება შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. წარმოჩინდება მათი ცოდნისა და უნარების დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამიტომ შემაჯამებელ ტესტირებას განსაკუთრებული ფუნქცია მივანიჭე.
მე და ჩემი მოსწავლეები ხალისითა და ენთუზიაზმით შევუდექით მუშაობას. დაგეგმილი აქტივობების განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო, ხელი შეეწყო მოსწავლეთა აკადემიური და ინტელექტუალური დონის განვითარებას; გაკვეთილზე შეძენილი ცოდნის განმტკიცება - გაღრმავებას და შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, მოსწავლეთა
სოციალური და მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და შეხედულებების ჩამოყალიბებას;. ხელი შეეწყო აგრეთვე მოსწავლეების ლოგიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას; მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს kings-ის,ეტალონის საერთაშორისო ოლიმპიადაში. მათ წარმატებით და კარგი შედეგებით გადალახეს ოლიმპიადის პირველი, მეორე ფინალური ტური და დაიმსახურეს დიპლომები. ეს ძალიან კარგია, მაგრამ უმთავრესი - ჯერ ერთი - დარწმუნება იმაში, რომ გარჯა, შრომა და მეცადინეობა უკვალოდ არ ქრება, რომ რწმენა ცოდნასთან ერთად ძალაა უძლეველი და მეორე უმნიშვნელოვანესი - მოსწავლეებს გამოუმუშავდათ ისეთი უნარ - ჩვევები, რომლებიც სწავლების ყოველ საფეხურზე და ყველანაირ კონკურსსა და შეჯიბრში, თუ ოლიმპიადაში მონაწილეობისას გამოადგებათ.
მაია სარდლიშვილი-ბერიძე
No comments:
Post a Comment