პროექტის გეგმა
სოციალური პროექტიის ავტორი : მაია სარდლიშვილი
თემა: ,,აზიური ფაროსანა“
კლასი :მე_4 კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო : ერთი კვირა 01.11---08.11
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ბუნ.4. 11.მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების მნიშვნელობის დასაბუთება და მათში აქტიური მონაწილეობის მიღება.
მონაწილეობს გარემოსდაცვით ღონისძიებებში (კონკურსები, აქციები, ვიქტორინები).
მიზანი:
● აზიურ ფაროსანაზე ყველა არსებული ინფორმაციის თავმოყრა
● აზიურ ფაროსანაზე ბრძოლის მექანიზმების შემუშავება
● მიღებული ინფორმაციის თავმოყრა ბუკლეტებში
● ბუკლეტების დარიგება მოსახლეობაში
● კომუნიკაციისა და პასუხისმგებლობის უნარის განვითარება მოსწავლეებში
● პრეზენტაციის უნარის განვითარება
პროექტის აქტუალურობა
● აზიური ფაროსანას გავრცელებამ რეგიონში ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის დაზარალებას.
● აზიურ ფაროსანაზე საბრძოლველად ნაკლებად ინფორმირებული იყო მოსახლეობა
● აუცილებელი იყო ფაროსანასთან ბრძოლის გზების დასახვა და ინფორმაციის დროულად მიწოდება მოსახლეობისთვის ისეთ თემაზე, როგორიცაა: შეწამვლის გზები და ეტაპები, უსაფრთხოების საკითხები. ასევე მექანიკური გზები ფაროსანასთან საბრძოლველად.
პროექტის ამოცანები
● პროექტის ორგანიზება
● საინფორმაციო საიტის შერჩევა
● ინფორმაციის თავმოყრა
● ფინანსური გზების მოიძიება
● პროექტის შესრულების გზების ვადის განსაზღვრა
განსახორციელებელი ღონისძიებები
● მოვიძიოთ პროექტით დაინტერესებული ორგანიზაცია
● ბავშვები ჩავრთოთ საიტის შერჩევაში და ინფორმაციის თავმოყრაში
● ვასწავლოთ ბუკლეტების შექმნა და მათ დიზაინზე მუშაობა
● მოსწავლეები მოვამზადოთ დასკვნითი ეტაპისთვის
გამოსაყენებელი აქტივობები
● მასწავლებლის მიერ შემუშავებული გეგმის გაცნობა მოსწავლეებისთვის
● ეტაპების დაგეგმვა
● ინფორმაციის მოპოვება- შერჩევაზე ჯგუფური მუშაობა მოსწავლეებს შორის
● მოსწავლეების მიერ შექმნილი სხვადასხვა დიზაინის ბუკლეტების გამოტანა და საუკეთესო ვარიანტის შერჩევა
● ყველა ჯგუფის წევრების ნამუშევრების გათვალისწინება
● მოსახლეობაში ბუკლეტების დარიგების ეტაპების განსაზღვრა
● პრეზენტაციის ფორმის და პროექტის გეგმის შესახებ აუდიტორიისათვის მიწოდება
● პრეზენტატორების მომზადება
● სქემაში ჩართული შეფასების ჯგუფის რეფლექსია პროექტზე ,, აზიური ფაროსანა“
სასწავლო პროექტისთვის საჭირო მასალები:
● თაბახის ფურცლები
● მარკერი
● ფოტოაპარატი
● კომპიუტერი
● პროექტორი
● პრინტერი
● კამერა
რეფლექსია
ჩატარების ადგილი: ლისის საჯარო სკოლა
მონაწილე კლასი: 4კლასი
ძირითადი თემა: აზიური ფაროსანა
ამ პროექტის დაგეგმვამდე მიმიყვანა რაიონში არსებულმა აქტუალურმა და საგანგაშო მდგომარეობამ როგორიცაა მეტად მავნებელი აზიური ფაროსანას გავრცელებამ. რადგან მოსახლეობა ნაკლებად ინფორმირებული იყო ამ მავნებელ მწერთან საბრძოლველად. არ იცნობდნენ იმ შხამ -ქიმიკატებს რომელიც გამოიყენებოდა აზიური ფაროსანას საბრძოლველად , ასევე არ იცოდნენ რა ეტაპით ხდებოდა შეწამვლა. გარდა შხამ -ქიმიკატებისა ფაროსანასთან საბრძოლველად არსებოს მექნიკური საშუალებები , რის შესახებაც მოსახლეობა ნაკლებად იყო ინფორმირებული. არანეკლებ აქტუალურია შხამ-ქიმიკატების გამოყენების დრო უსაფრთხოების წესების დაცვა. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე მოსწავლეების აქტიური მონაწილეობითა და სოფლის მეურნეობის მუშაკებთან ინტენსიური
კონსულტაციის გავლის შემდეგ თავი მოუყარეთ ინფორმაციას , დავამზადეთ ბუკლეტები და დავარიგეთ მოსახლეობაში ( სულ- 50 ბუკლეტი).
მოსწავლეები აუდიტორიის წინაშე წარდგნენ პრეზენტაციით .
პროექტი აღმოჩნდა წარმატებული, რომელიც განხორციელდა მოსწავლეების კომუნიკაციისა და პასუხისმგებლობის უნარით .
მოსახლეობამ მეტად საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია მიიღო აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად, ისინი კმაყოფილებას და მადლიერებას გამოხატავდნენ ამ პროექტის მიმართ.
რა მომცა ამ პროექტმა?
ამ პროექტით ნაწილობრივ გადავწყვიტეთ რაიონში არსებული პრობლემა აზიურ ფაროსანაზე, მოსწავლეებმა კი ამ პროექტით ისწავლეს ინფორმაციის მოპოვება, დახარისხება. მიიღეს ცოდნა და გამოიმუშავეს კომუნიკაციისა და პასუხისმგებლობის უნარი.
მაია სარდლიშვილი
No comments:
Post a Comment