Thursday, November 28, 2019

სოციალური პროექტი "მშობლიური მხარე"


                                 სოციალური პროექტის გეგმა
მასწავლებელი:მაია სარდლიშვილი-ბერიძე
პროექტის სახელწოდება              ,,მშობლიური მხარე

 

 

პროექტის შინაარსი და აქტუალურობა
სამშობლო ყოველთვის იყო, არის და იქნება ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისათვის უპირველესი. ოდითგან, სწორედ სამშობლოს სიყვარულსა და მის ერთიანობას სწირავდა თავს უამრავი მამულიშვილი; სიყვარულით სავსე გულებით აშენებდნენ ქალაქებსა და სოფლებს, სწავლობდნენ, შრომობდნენ, ზრდიდნენ მომავალ თაობებს და უნერგავდნენ იგივეს, რასაც თვითონ განიცდიდნენ;
    დღესა, სკოლიდანვე ეზიარება ბავშვი ამ სიყვარულს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება ხოლმე; მოსწავლეები, როგორც თეორიულად , ისე თავიანთი თვალით ეცნობიან (ექსკურსია, ლაშქრობა და სხვა)- მშობლიურ მხარეს, სწავლობენ მის წარსულსა და აწმყოს, ზრუნავენ მის მომავალზე;
    მიმაჩნია, რომ პროექტის ფარგლებში ლაშქრობის, ექსკურსიის მოწყობა სხვადასხვა ადგილებში (მუზეუმში, თეატრში და სხვა ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად), ადრეული ასაკიდანვე დაეხმარება მოსწავლეებს, რათა უკეთ შეიცნონ მშობლიური მხარე, უფრო ახლოს გაიცნონ ჩვენი ქვეყანა.

საფეხური|კლასი

დაწყებითი|მეოთხე


პროექტის განხორციელების დრო 18.10.2019—25.10.2019

პროექტის სასწავლო მიზნები
პროექტის მიზანი   
სამშობლოს ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერებითმოსწავლეებში პატრიოტული გრძნობის და ინტერესის გაღვივება სამშობლოს წარსულისადმი; ექსკურსიების, ლაშქრობების ტო და ვიდეო მასალის ასახვით, საკუთარი ჩანახატებითა და საინფორმაციო ბროშურების შექმნის გზით - მშობლიური მხრეების, მისი კულტურის, სახელოვანი მამულიშვილების უკეთ გაცნობა;

      მოსალოდნელი შედეგები
პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეები შეძლებენ, თანამშრომლობითი უნარების, ტექნოლოგიების გამოყენების, ექსკურსიებებზე და ლაშქრობებზე გარემოსთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების განვითარებას;
გაეცნობიან  იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საინტერესო მასალებსა და ფაქტებს;
პროექტი მდგრადია, ვინაიდან იგი არსებობას გააგრძელებს შემდეგშიც; მოსწავლეები კიდევ უფრო დაინტერესდებიან უკვე სხვა ადგილების ხილვით, საკუთარი სამშობლოს ტერიტორიაზე, რათა უკეთ შეიმეცნონ და ერთმანეთს გაუზიარონ შთაბეჭდილებები;

პროექტის განხორციელების რისკები:
მოსწავლეთა გაცდენები გაუთვალისწინებელი მიზეზებით;
მშობლების ნაკლები მხარდაჭერა ორგანიზაციულ საკითხებში;

 რისკების თავიდან აცილების გზები:
მშობლებთან წინასწარ შეხვედრა და მათი აზრისა და შესაძლებლობების გათვალისწინება;

აქტივობები:                       
·        თემისა და მიზნის გაცნობა მოსწვლებისადმი

·         დოკუმენტური ფილმის ჩვენება


·        ინტერნეტით მოძიებული ფოტოებით და ჩანახატებით,  მინი- მუზეუმის მოწყობა ლასში

·        ექსკურსია სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-უზეუმის დათვალიერება


·        ნამუშევრების პრეზენტაცია, შეფასება;
          
             


პროექტის მონიტორინგი
საპროექტო აქტივობები
ვადა
მოსალოდნელი შედეგი
საჭირო რესურსი
პასუხისმგებელი პირი
  პროექტის თემისა და მიზნის გაცნობისათვის მასწავლებელი გაკვეთილების შემდეგ შეხვდა მოსწავლეებ და ერთად დაგეგმეს ექსკურსია, გამოჩენილი ქართველი მწერლის "დედაენის" ავტორის --  იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად  -- სოფელ ვარიანში; მათ ეს იდეა გააცნეს მშობლებს და დათქვეს გამგზავრების თარიღი;


პროექტის იდეისა და მიზნების გაცნობა
საკლასო ოთახი მოსწავლეები
პედაგოგი მარინა ჩანთარია
მოსწავლეები
გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მოსწავლეებს მასწავლებელმა უჩვენა დოკუმენტური ფილმი, რომელიც იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებას და მოღვაწეობას აღწერდა; შემდეგ გაიმართა მცირე დისკუსია ნანახის შესახებ კითხვა-პასუხის რეჟიმში


მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ზოგადი წარმოდგენის შექმნა
საკლასო ოთახი მოსწავლეები  პროექტორი
პედაგოგი მოსწავლეები
მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით ინტერნეტით მოძიებული ფოტოები დაათვალიერებინეს დამსწრე, მოწვეულ სტუმრებს ( მშობლებს და მასწავლებლებლებს), რომელიც ასახავდა გოგებაშვილის სახლ- მუზეუმის ამსახველ ადგილებს
18.10
მოსწავლეთა ჩართულობა (ფოტო-ვიდეო მასალის მოძიება, პრეზენტაცია) ექსკურსიის მოსაწყობად
საკლასო ოთახი მოსწავლეები კომპიუტერი ფოტო მასალა
პედაგოგი მოსწავლეები
დათქმულ დღეს მიკროავტობუსით მასწავლებელი, მოსწავლეები და რამდენიმე მშობელი   გაემგზავრნენ სოფელ ვარიანშიმოსწავლეებმა დაათვალიერეს იაკობ გოგე ბაშვილის სახლ-მუზეუმიექსკურსიამძღოლმა  დეტალურად გააცნო მათ მუზეუმში საჩვენებლად გამოფენილი საგნები და  ესაუბრა იაკობის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, მის ქველმოქმედებაზე და შემოქმედაებაზე; მოსწავლეებმა შეავსეს გოგებაშვილის ისტორია ინტერნეტში მოძიებული მასალით.


მშობელთა ჩართულობა ექსკურსიაზე მწერლის სახლ-მუზეუმის დეტალურად გაცნობა| დათვალიერება
მოსწავლეები მშობლები მიკროავტობუსი მუზეუმი ექსკურსიამძღოლი ფოტოაპარატი
პედაგოგი მოსწავლეები
  მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები , რომელიც მათ დამოუკიდებლად აწარმოეს პროექტის მსვლელობისას და კლასში მოაწყვეს მინი-მუზეუმი (ბუკლეტები ჩანახატებით გაფორმებული და ფოტო-სურათები) და გამართეს პრეზენტაცია;


მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრების- (ჩანახატები)- გამოფენა|
პრეზენტაცია
საკლასო ოთახი მოსწავლეები თაბახის ფურცლები ფლომასტერები ფოტოაპარატი
მოსწავლეები პედაგოგი

რეფლექსია
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა განივითარეს ტექნოლოგიების გამოყენებისა და  თანამშრომლობისგარემოსთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები;
დაათვალიერეს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი, თვალნათლივ იხილეს მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალა; აგრეთვე გაეცვნენ მუზეუმში ქცევის წესებს;
კლასში მოაწყვეს  მინიმუზეუმი, შთაბეჭდილების ამსახველი  ჩანახატებითა და ფოტოებით; თითოეულ მათგანს დაეუფლა სიამაყის გრძნობა სამშობლოს წარსულის შესახებ;









No comments:

Post a Comment