სოციალური პროექტი 27.09.2019 04.10.2019 11.10.2019
სახელი, გვარი
|
მაია სარდლიშვილი
|
ქალაქი/რაიონი/დაბა,
სოფელი
|
მცხეთის
რაიონი, სოფელი ლისი
|
სკოლა
|
შმაგი
გოგსელიძის სახელობის ლისის საჯარო სკოლა
|
პროექტის დასახელება
|
|
ბავშვთა უფლებები და მოვალეობები
|
|
პროექტის შინაარსი
|
|
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ განსაკუთრებული მზრუნველობით
ბავშვთა უფლება გამოაცხადა. მიაჩნიათ რა, რომ ბავშვი სრულყოფილად უნდა იყოს
მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აღიზარდოს მშვიდობის,
ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა
და სოლიდარობის სულისკვეთებით,, შესაბამისად ბავშვმა
მისთვის გასაგებ ენაზე
უნდა იცოდეს მისი/სხვისი უფლებები და
მოვალეობები, რაც ასევე გაწერილია ეროვნულ სასწავლო
გეგმის მოთხოვნებშიც ,გავითვალისწინეთ რა ამ
საკითხის აქტუალობა, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პროექტი ,,ბავშვთა უფლებები
და მოვალეობები’’, რის შედეგადაც მოსწავლეები
მიიღებდნენ უფრო ღრმა
ცოდნას აღნიშნულსაკითხთან დაკავშირებით.
|
|
საფეხური/კლასი
|
|
დაწყებითი, მე-3 და მე-4 კლასი
|
|
პროექტის განხორციელების
დრო
|
|
3 კვირა, 6სთ
I კვირა ბუკლეტების დამზადება-დარიგება;.,,ბავშვთა უფლება-მოვალეობების’’შესახებ წინარე
ცოდნის გააქტიურება . უფლებების გააზრება/გამოყენება
ბავშვთა უფლებათა ბარათების დახმარებით,,,
II კვირა . სიტუაციური ამოცანების განხილვა,, კედლის გაზეთის
შექმნა
III კვირა ნამუშევრების პრეზენტაცია; თემის შეჯამება ;
|
|
პროექტის სასწავლო მიზნები/სასწავლო შედეგები
|
|
პროექტზე მუშაობის მიზანია მოსწავლეებმა სწორად გაიზრონ
ცნება - ჩემი და სხვისი უფლებები და მოვალეობები. შეძლონ სხვისი განსხვავებულობის დაფასება და მათი
მიღება.პროქეტზე მუშაობის შედეგად:
·
მოსწავლეები შეძლებენ
გარკვეული ცოდნის მიღებას , თუ
რას ნიშნავს ადამიანის
უფლება და მოვალეობა.
·
გაანალიზებენ თუ რა
შედეგი შეიძლება მოყვეს უფლების დარღვევას.
·
შეძლებენ საკუთარი თავის
აღიქვმას საზოგადოების სრულუფლებიან წევრად
განურჩევლად სქესისა, რასისა,კანის
ფერისა, ეროვნული თუ
სოციალური წარმოშობისა,
ფიზიკური თუ გონებრივი
შესაძლებლობებისა და ა.შ.
·
მოსწავლეები გამოიმუშავებენ კრიტიკული
აზროვნებისა და თანამშრომლობითი მუშაობის უნარ-ჩვევებს
·
დაიცავენ
საკუთარსა და სხვის უფლებებს.
|
|
საგნობრივი
სტანდარტები, რომლებსაც ეყრდნობა პროექტი
|
|
საზ.მეც.დაწყ.(I).1.
საკუთარი თავის აღქმა საზოგადოებრივი ჯგუფების - ოჯახის, სამეგობროს, სკოლის, თემის
- წევრად;
საზ.მეც.დაწყ.(I).2.
საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების მიმართ ზრუნვა-პატივისცემის გამოვლენა;
საზ.მეც.დაწყ.(I).3ასაკის
შესატყვისი ზნეობრივი კატეგორიების გაცნობიერება და საზოგადოებაში მიღებული ეთიკის
ნორმების შესაბამისად მოქმედება;
საზ.მეც.დაწყ.(II).13. საქართველოს ეთნიკური, კულტურულ-რელიგიური
მრავალფეროვნების გააზრება და პოზიტიური დამოკიდებულების გამოვლენა;
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები:
•
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების
გადაჭრა
•
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
•
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
•
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
•
ლიდერობა და პასუხიმგებლობავალდებულება
|
|
საზ.მეც.დაწყ.(I).1. საკუთარი თავის აღქმა საზოგადოებრივი
ჯგუფების - ოჯახის, სამეგობროს, სკოლის, თემის - წევრად;
საზ.მეც.დაწყ.(I).2. საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების
მიმართ ზრუნვა-პატივისცემის გამოვლენა;
საზ.მეც.დაწყ.(I).3ასაკის შესატყვისი ზნეობრივი
კატეგორიების გაცნობიერება და საზოგადოებაში მიღებული ეთიკის ნორმების შესაბამისად
მოქმედება;
საზ.მეც.დაწყ.(II).13. საქართველოს ეთნიკური, კულტურულ-რელიგიური
მრავალფეროვნების გააზრება და პოზიტიური დამოკიდებულების გამოვლენა;
21-ე საუკუნის
უნარ-ჩვევები:
•
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
•
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
•
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
•
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
•
ლიდერობა და პასუხიმგებლობავალდებულება
|
|
შეფასების გეგმა
|
|
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეთა საჭიროების
მიზნით გამოვიყენე შეფასების სხვადასხვა ფორმა:
ჯგუფური მუშაობის რუბრიკა. თვითშეფასების რუბრიკა, პრეზენტაციის
შეფასების რუბრიკა, დაკვირვების დღიური (იხ. დანართი 1)
|
|
სხვა საკითხები
|
|
წინარე ცოდნა
|
|
·
ტექსტის დამუშავების უნარ-ჩვევა (მთავარი და არამთავარი ინფორმაციის
გამიჯვნა).
·
კედლის გაზეთზე მუშაობის უნარი
·
ინფორმაციის ჩანიშვნის, დახარისხების უნარი
·
თანამშრომლობის უნარი
·
პრზენტაციის -ინფორმაციის
გადმოცემის უნარი
·
შემოქმედებითი უნარი
|
|
სასწავლო პროცედურები
|
|
პირველი კვირა
I დღე : პროექტის დაწყებამდე მასწავლებელი
და მოსწავლეები ამზადებენ ბუკლეტებს და მშობლებს ურიგებენ. ამცნობენ განსახორციელებელი პროექტის თემას, პროექტზე მუშაობის მიზნებსა და შედეგებს.
მოსწავლეები
გონებრივი იერიშის გამოყენებით გაიხსენებენ თუ რა იციან
საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
წინარე ცოდნის გააქტიურების შემდეგ
იმსჯელებენ და ერთმანეთისგან გამიჯნავენ
უფლებებსა და მოვალეობებს.
II დღე: მასწავლებელიმუშაობს კლასთან, სვამს
შეკითხვებს : რისი უფლება
აქვს ყველა ბავშვს?
რა შედეგი შეიძლება
გამოიწვიოს უფლების დარღვევამ მომავალში? რამ შეიძლება
გამოიწვიოს ბავშვის უფლებების დარღვევა
?. როგორ ავიცილოთ
ძალადობა?
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად შემთხვევითობის
პრინციპით. თითოეულ ჯგუფს ურიგებს პატარა ბარათებზე ჩამოწერილ ბავშვის
უფლებებსა და შესაბამის
ილუსტრაციებს და სთხოვს
მათ ამოიცნონ და ერთმანეთზე დააწებონ
თითოეული ნახატის შესაბამისი
ტექსტი. (იხ. დანართი 2}
მეორე კვირა
I-დღე:
სიტუაციურ ამოცანებზე მუშაობა. სიტუაციის რომელი გმირი
მოქმედებს პასუხისმგებლობით?
სიტუაციაN1
ირეკება ზარი.
მოსწავლეებს ბუფეტში ეჩქარებათ. გაქანდებიან კარისკენ
და სწრაფად გააღებენ. ამ დროს კი კართან მოსწავლე
ჩაივლის.
რა მოხდება? როგორ მოქმედებს ერთი
ადამიანის საქციელი მეორეზე?
როცა კარს აღებდით, გიფიქრიათ შედეგებზე?
სიტუაცია N2
დილას სკოლაში რომ არ დააგვიანდეს, გიორგი
ჩანთას საღაამოობით ალაგებს. საჭირო ნივთებს
ნივთებს კოხტად აწყობს
საწოლის გვერდით.ის სკოლაში ყოველთვის
დროზე მიდის.თავისი ნივთების
მილაგებასაც ასწრებს და ჭურჭლის გარეცხვასაც.
II-დღე: ჯგუფები ქმნიან კედლის
გაზეთს ბავშვთა უფლებები
და მოვალეობები’’
მესამე კვირა:
I დღე : ნამუშევრების პრეზენტაცია
II დღე : თემის შეჯამება. მოსწავლეები შეავსებენ
სქემას 3-2-1( იხ. დანართი 3 ) ისაუბრებენ,
პროექტზე მუშაობისას რამ დატოვა მკაფიო შთაბეჭდილება მათზე და უპასუხებენ კითხვას - ვარ თუ არა საკუთარი
და სხვისი უფლების
დამცველი? ( დანართი 4).
|
|
დიფერენცირებული სწავლება
|
|
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
|
მოსწავლეს მასწავლებელი
ინფორმაციის მოძიებისთვის აძლევს დამატებით დროს. მოსწავლე თემიდან გამომდინარე შექმნის
ნახატს ან აპლიკაციას, გააფორმებს პოსტერს. შექმნის ფოტოკოლაჟს და დაასათაურებს.დაარიგებს
ბუკლეტებს.
|
არაქართულენოვანიმოსწავლეები(მოსწავლეები,
რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
|
მყავს
|
ნიჭიერი მოსწავლეები
|
მოსწავლე დაახარისხებს
ინფორმაციას, დაეხმარება სუსტ მოსწავლეს ამოცანის შესრულებაში.
|
პროექტის განხორციელების
რისკები,შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები:
|
|
რადგან პროექტი რამდენიმე კვირაზე იყო გაწერილი არსებობდა
რისკები, რომ მონაწილე მოსწავლეების ინტერესები ასაკობრივი ჭრილიდან გამომდინარე
შესუსტებოდა.ასევე მოსწავლეებს გაუძნელდებოდათ power point-ში მუშაობა. თუმცა მშობელების ჩართულობამ და თანადგომამ გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია
და დაინტერესება თემის მიმართ.
|
|
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
|
|
ბეჭდური მასალები
|
დამხმარე
ლიტერატურა -კონვენცია ბავშვთა უფლებების
შესახებ.
|
ინვენტარი/მასალები
|
თაბახის
ფურცლევი, მარკერი, ბავშვთა უფლებათა ბარათები.
|
ინტერნეტრესურსები
|
|
სხვა რესურსები
|
მოწვეული სტუმრები: მოსწავლეები სხვა
კლასიდან, მშობლები, მასწავლებლები .
|
ინდიკატორები
|
ყოველთვის
|
ზოგჯერ
|
არასოდეს
|
ჩემს აზრს
ღიად გამოვთქვამ
|
|||
როცა სხვა
ლაპარაკობს ვუსმენ ყურადღებით
|
|||
განსხვავებულ
აზრს ვითვალისწინებ
|
|||
დაკისრებულ
ფუნქციას ვასრულებ
|
|||
ვიცავ დროის
ლიმიტს
|
თვითშეფასების რუბრიკა
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
მაღალი
|
დაბალი
|
საშუალო
|
პასუხობს თემას
|
|
|
|
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)
|
|
|
|
საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
|
|
|
|
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
|
|
|
|
იყენებს თვალსაჩინოებას
|
|
|
|
იცავს დროის ლიმიტს
|
|
|
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
მაღალი
|
დაბალი
|
საშუალო
|
|||
I
ჯგუფი
|
II
ჯგუფი
|
I
ჯგუფი
|
II
ჯგუფი
|
I
ჯგუფი
|
II
ჯგუფი
|
|
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის
თანაბარი პირობები)
|
|
|
|
|
|
|
შესრულებული სავარჯიშოს ადეკვატურობა
|
|
|
|
|
|
|
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს
|
|
|
|
|
|
|
No comments:
Post a Comment