Thursday, November 28, 2019

სოციალური პროექტი "ოჯახი და ტრადიცია"


სოციალური პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი
 მაია სარდლიშვილი-ბერიძე
 მცხეთა სოფელი ლისი
 შმაგი გოგშელიზის სახელობის ლისის საჯარო სკოლა
თემის მონახაზი:
პროექტის დასახელება:             ოჯახი და ტრადიცია
საფეხური/კლასი:                                            დაწყებითები  lll                                             
პროექტის განხორციელების დრო:                  1 კვირა           
15.10.2019-22.10.2019
 პროექტის აქტუალობა:     
მიუხედავად  იმისა, რომ სამოქალაქო განათლების ახალი საგნის „მე და საზოგადოების“ მიმართულებით განიხილება ეს თემა „ოჯახური ტრადიცია“, ინტერესი იმდენად დიდი იყო, საჭიროდ ჩავთვალე დაწყებითი ჯგუფის ბავშვებთან მემუშავა ამ თემის ირგვლივ უფრო ამომწურავად და ვრცლად. ეს ხელს შეუწყობს ინტერ კულტურული განათლების ამაღლებას, მოსწავლეთა შორის ემპათიას.
პროექტის მდგრადობა:   
პროექტის მდგრადობა გარანტირებულია, რადგან ამით მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება-ჩამოყალიბება ხდება და იგი ასევე საინტერესო, სახალისო და ინოვაციური სწავლების სტილია, ამ დროს მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთის ოჯახის წევრებს. სახალისო, საინტერესო ეპიზოდებს სხვათა ოჯახის წევრების, ტრადიციების შესახებ.
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
წიგნიერება ეწოდება ცოდნისუნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობასრომლებიც შესაძლებელს ხდის ენის ეფექტურ გამოყენებას სწავლისა და კომუნიკაციის მიზნით როგორც სასკოლოასევე საზოგადოებრივ საქმიანობაშიმოიცავს კითხვისმოსმენისზეპირი მეტყველების და წერის უნარებსაგრეთვე ენის სიმბოლოების ამოცნობა-გამოყენების უნარსისევეროგორც ზეპირივიზუალურინაბეჭდითუ ციფრული ტექსტების გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს

საზ. მეც. დაწყ. (I). 7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა პროფესიის/ოჯახური საქმიანობის მნიშვნელობისა და საჭიროების  გაცნობიერება;

        შეკითხვები:
რა პასუხისმგებლობები მაქვს ჩემი ოჯახის წინაშე?
რატომ და როგორ უნდა დავაფასოთ ოჯახის ყველა წევრის (დედის, მამის, ბაბუის და ბებიის) შრომა? 
რატომ და როგორ უნდა მოვიხმაროთ რესურსები (მაგ.: წყალი, ელექტროენერგია) გონივრულად (ეკონომიურად) ოჯახში?
ცნებები:
ოჯახი, ჩემი საკუთრება, ოჯახის საკუთრება, დაზოგვა, პროფესია.


ის.ტექნ.დაწყ.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში
მოსწავლე:
Ø  იყენებს ისტ-ს კვლევის პროცესში იდეებისა და ინფორმაციის ორგანიზებისას;
Ø  ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის მქონე საცავებში ძიებისას, შეარჩევს და იყენებს შესაბამის ციფრულ საშუალებებს;
Ø  ინფორმაციის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებულ საძიებო სისტემებს. შეუძლია საძიებო სიტყვების, ფრაზებისა და მათი კომბინაციების ადეკვატურად შერჩევა და გამოყენება;
მოპოვებული ინფორმაციის სანდოობისთვის იყენებს რამდენიმე წყაროს, მსჯელობს თითოეული მათგანის სანდოობაზე.

პროექტის მისაღწევი მიზნები/ შედეგები
Ø  კრიტიკული აზროვნების განვითარება;
Ø  დასახული ამოცანების გადაჭრის გზების ძიების უნარი;
Ø  მოსწავლეებში გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაბელურობის უნარების განვითარება.
Ø  მოსწავლეებს ეცოდინებათ ოჯახური ტრადიციების პატივისცემა;
Ø  ძველი და თანამედროვე ტრადიციების კლასიფიკაცია;
Ø  შეძლებენ დამოუკიდებლად გადმოსცენ და ისაუბრონ საკუთარ ოჯახზე;
Ø  ისაუბრებენ „ერთი ფოტოს ისტორია“-ზე;
Ø  ჩამოუყალიბდებათ სოციალურ-კულტურული , მოქალაქეობრივი და უსაფრთხოების ცნობიერება;
Ø  ასაკის შესაბამისად ჩამოუყალიბდებათ ეთიკისა და ზნეობრივი ღირებულებები;
თემის შინაარსი:

აღნიშნული სოციალური პროექტის განხორციელების პროცესში მოხდა მოსწავლეების გამოკითხვა და მუშაობა კითხვარზე, რომელიც შეიცავს ოჯახის წევრების და მათ მიერ დამკვიდრებული ტრადიციების შესახებ.

პროექტის პირველ ეტაპზე ჩავატარე თემის ზოგადი მიმოხილვა. რადგან პროექტზე მომუშავე ჯგუფები დაწყებითი კლასების მოსწავლეები არიან, მათ პირველად წარვუდგინე საპრეზენტაციო მასალა, აღნიშნული თემატიკით, ხაზი გავუსვი პრეზენტაციის მანერას, სტილს, აუდიტორიასთან კონტაქტს, პრეზენტაციის თემას.

მოსწავლეებმა მეორე ეტაპზე წარმოადგინეს კითხვარი შედგენილი, რომელზეც იმუშავეს ოჯახის წევრებთან ერთად - უფროსკლასელები ეხმარებოდნენ უმცროს კლასელებს ტექსტის აკრეფაში. კითხვარი ძირითადად ივსება ოჯახის წევრების მიერ, რომელიც ინფორმაციული და შემეცნებითი ხასიათისაა. დაამზადეს შესაბამისი ბუკლეტი.

მესამე ეტაპზე მოსწავლეები კლასების მიხედვით ემზადებიან პრეზენტაციისათვი. გამოიყენეს ე. წ. „პოსტერული სესია“ და მოაწყვეს კვირეული, სადაც თითოეული დღე ეთმობოდა თითო კლასს, მოეწყო ფოტოსტენდი.
  


ღონისძიებები და დაგეგმილი საქმიანობები:
1 მომზადება - პროექტის თემისა და მიზნების განსაზღვრა, კლასის დაყოფა ჯგუფებად.
2.      დაგეგმვა - მასწავლებლის კონსულტაცია, ინფორმაციის  მოძიებისა და ანალიზის განსაზღვრა.
3.      კვლევა - საჭირო ინფორმაციის შეგროვება და (ინფორმაციის გაცხრილვა) ,  კითხვარი „ჩემი ოჯახი“, სადაც მოახდინეს ანკეტური გამოკითხვა ოჯახის წევრების, მათი პროფესიების და შრომის, ინტერესის სფეროს შესახებ.  ჩანახატების პრეზენტაცია თემაზე „ჩემი ოჯახი და ტრადიციები“, კვლევა: „რომელი ოჯახური ტრადიცია მოგწონთ“                დისკუსია თემაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი, შეუცვლელი და ფასდაუდებელია ოჯახის თითოეული წევრის (დედის, მამის, დის, ძმის) შრომა;

4.      დასკვნები - დასკვნების ფორმულირება, კედლის გაზეთის  გაფორმება, ბუკლეტების დამზადება, „პოსტერული სესია“ – „საგვარეულო ხე“, „ფოტორეპორტაჟი“,  სლაიდ-შოუს მომზადება „ჩემი წინაპრები“სხვა ქვეყნების ოჯახური ტრადიციების გაცნობა და განხილვა-მსჯელობა;
5.      წარდგენა - პროექტის „ოჯახური ტრადიცია“  პრეზენტაცია (დაცვა).
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები:
 ტექნოლოგიური პრობლემა (ელექტრონერგიის ან  ინტერნეტ მომსახურების გათიშვა).
საჭიროები შემთხვევაში გამოვიყენებთ გენერატორს.
▪ მოწავლეთა მხრიდან გაცდენა ავადმყოფობის ან სხვა მიზეზით.
დავუკავშირდები ტელეფონით ან  სოციალური ქსელის მეშვეობით.

         

  
    სოციალური პროექტის რეფლექსია
მეტად საინტერესო გამოდგა სოციალურ პროექტზე, თემით „ჩემი ოჯახური ტრადიცია“ მუშაობა. პატარები დიდი ენთუზიაზმით ჩაებნენ მასში.
აღნიშნული პროექტი დაეხმარა პატარებს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში. მოსწავლეებს გამოუმუშავდათ კოლაბორაციის, კვლევის, დაგეგმვარების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
მოსწავლეებმა პასუხი გასცეს შეკითხვებს, სადაც ძირითადი ცნებები იყო: ოჯახი, ჩემი საკუთრება, ოჯახის საკუთრება, დაზოგვა, პროფესია.
მუშაობის პროცესში თითოეული მათგანი აკეთებდა საკუთარი ოჯახის შესახებ პრეზენტაციას „ ეს ჩემი ოჯახია“, მათ მოჰქონდათ ფოტოები ოჯახური ალბომებიდან, იყენებდნენ ციფრულ ხელსაწყოებს, ისტ-ის ტექნოლოგიებს, მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნებში ოჯახური ტრადიციების შესახებ.
 ბოლოს მოეწყო საერთო გამოფენა, ე.წ.“პოსტერული სესია“ თემაზე: „ერთი ფოტოს ისტორია“, მოეწყო დისკუსია „რომელი ოჯახური ტრადიცია მოგწონთ“.
დასკვნით ეტაპზე , მომზადდა პოსტერი „საგვარეულო ხე“;, „ფოტორეპორტაჟი“, სლაიდ შოუ „ჩემი წინაპრები“, ...






No comments:

Post a Comment