Thursday, November 28, 2019

საწრეო მუშაობა ბუნებისმეტყველებაში "პატარა ცნობისმოყვარე"

საწრეო მუშაობა ბუნებისმეტყველებაში 
საწრეო მუშაობა 
საგანი: ბუნებისმეტყველება წრის სახელწოდება: ,პატარა ცნობისმოყვარე“ სკოლა: სსიპ შმაგი გოგშელიძის სახელობის ლისის საჯარო სკოლა 
კლასი: I -III სასწავლო წელი: 2019-2020 წლის I სემესტრი წრის ხელმძღვანელი მასწავლებელი: მაია სარდლიშვილი- ბერიძე 
საწრეო მუშაობის მიზნები 
● მოსწავლეებში ბუნებისადმი ინტერესის გაღვივება; 
● დაკვირვების, კვლევის , კლასიფიცირების,მსჯელობის, დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების გამომუშავება. 
● შემოქმედებითი და დამოუკიდებელი , ასევე თანამშრომლობითი უნარებისა და კოგნიტური ჩვევების ხელშეწყობა - განვითარება. 
წრის დახასიათება 
იაკობ გოგებაშვილის ,,ბუნების კარის“ პირველ გამოცემის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: ,,ბუნების შესწავლის 
უმთავრესი მიზანია გაუხსნას ყმაწვილს თანაგრძნობა ბუნებისა, შეაყვაროს მისი გამოძიება და მისი განხილვა“ 
გადავწყვიტე ამ მიზნის მიღწევაში ბუნების გაკვეთილებთან ერთად საწრეო მუშაობაც ჩამერთო. დამეახლოვებინა პატარა ცნობისმოყვარეები ბუნებასთან, ამიტომ წრის პროგრამაში სწორედ ისეთი საკითხები და აქტივობები შევიტანე, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს უკეთ შეიცნონ ბუნება, შეიგრძნონ და იტერესით დაიწყონ მისი შესწავლა. 
ვფიქრობ, კვლევა-ძიებისთვის განკუთვნილი სავარჯიშოები და დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები დადებით სასწავლო მოტივაციას შეუქმნის მოსწავლეებს და სახალისოსა და საინტერესოს გახდის ბუნებისმეტყველების მეცადინეობებს.რაც ასევე დაეხმარებათ შემეცნებითი უნარების დაუფლებაში. 
ვფიქრობ,სხვადასხვა თამაშების, ვიდეორგოლების მულტფილმების, რუბრიკების, ბარათების, ფერადი თვალსაჩინოებისა და რესურსის გამოყენებით შევძლებ გავაცემინო პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე. 
რესურსებით: დაფა, ფერადი ცარცი, თაბახის ფურცელი,პროექტორი, , შუქნიშნის ბარატები, ბუკები,წებოვანი ბარათები და წრის ფუნქციონირების განმავლობაში, მოსწავლეებსა და მშობლებთან ერთობლივად შექმნილი თვალსაჩინო მასალა დამეხმარება ე.ს.გ.-ის ბუნების წლის ბოლოს მისაღწევი შედეგების დაძლევაში. 
წრის აქტუალურობა 
ვფიქრობ, სემესტრის განმავლობასი წარმართული საწრეო მუშაობა აქტუალურია, რადგან სწორედ ამ ასაკში იწყებენ ბავშვები ბუნებაში დამოუკიდებლად ორიენტაციას და უჩნდებათ მისი კვლევის უნარი, აწუხებთ უამრავი კითხვა სამყაროს მიმართ. სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაეხმარება მათ წრეზე განხილული საკითხები.ასევე წრე ხელს შეუწყობს მოსწავლის შინაგანი პოტენციალის გახსნასა და მისი შესაძლებლობების გამოვლენას. 
საწრეო მუშაობის პროგრამა 
კლასი: I-III 2018-2019 სასწავლო წლის I სემესტრი მეცადინეობა ხანგრძლივობა: 40 წუთი , გაკვეთილების შემდეგ. N თარიღი თემის დასახელება საათების 
რაოდენობა 1 17.09 ჩემი საცხოვრებელი 40 წთ 2 19.09 ბუნებრივი და ხელოვნური 40 წთ 3 24.09 ცოცხალი და არაცოცხალი 40 წთ 4 26.09 რა როგორ ხმიანობს 40 წთ 5 01.10 ბუნების სადარაჯოზე 40წთ 6 3.10 სატრანსპორტო საშუალებები 40წთ 
7 08.10 მზის სისტემა 40წთ 
8 10.10 ყვავილოვანი მცენარეები 40წთ 
9 15.10 ყვავილოვანი მცენარეები 40წთ 
10 17.10 ყვავილოვანი მცენარეები 40წთ 
11 22.10 ხიფათი ქუჩაში 40წთ 
12 24.10 ბუნებრივი მოვლენები 40 წთ 
13 31.10 ბუნებრივი მოვლენები 40 წთ 
14 7.11 ჯანსაღი კვება 40 წთ 
15 14.11 შემაჯამებელი გაკვეთილი 40წთ 
16 21.11 შემაჯამებელი გაკვეთილი 40 წთ 
დასწრების ფურცელი 
წრის სახელწოდება: ,,პატარა ცნობისმოყვარე“ 
2019-2020 სასწავლო წელი, I სემესტრი. 
N გვარი, სახელი თარიღი ხელწერა 1 ირახიმოვა ელმინა 2 ორუჯიევა რამინა 3 შელია ანანო 4 ხუბულოვი საბა 5 გასანოვი ანარო 6 გოგშელიძე ელენე 7 მამედოვი ხათიჯა 8 ზვიადაური ნიკოლოზი 9 სარდლიშვილი ნიკა 
კითხვარი მშობელთათვის 
სახელი, გვარი ------------------------------- 
1.დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია წრის შექმნის შესახებ 
ა) დიახ; ბ)არა. 
2. თქვენი აზრით,საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს თქვენს შვილს მათემატიკური ცოდნის გაღრმავებაში? ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა 
3.იყო თუ არა საწრეო მუშაობა თქვენი შვილისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო? ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა 
4. იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო შექმნილი მოსწავლეთათვის? ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა 
5. რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას? 
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 
მოსწავლის კითხვარი 
სახელი, გვარი: -------------------------- 1. დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია წრის შექმნის 
თაობაზე? ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა 
2 . იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი საწრეო მუშაობა? ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა 
3. საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები გეხმარებოდა თუ არა ცოდნის გაღრმავებაში? 
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა 
4. იყო თუ არა შენთვის შექმნილი მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო? 
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა 
5. რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას? 
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 
საწრეო მუშაობის რეფლექსია სსიპ შმაგი გოგშელიძის სახელობის ლისისსაჯარო სკოლის I-III კლასში 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეიქმნა ბუნებისმეტყველების წრე. წრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებულ პირთათვის, რადგან წრის შექმნის შესახებ ინფორმაცია მშობლებს მივაწოდე სიტყვიერადაც და ელექტრონულადაც ( სოციალურ ქსელში გავაზიარე ბლოგის მისამართი, სადაც დეტალურად მქონდა აღწერილი წრის შექმნის მიზანი). 
წრეში გაერთიანებული იყო ცხრა მოსწავლე. საწრეო მუშაობა ტარდებოდა , ხუთი გაკვეთილის შემდეგ. საწრეო მუშაობაზე განსახილველი საკითხები წინასწარ შევათანხმე მოსწავლეებთან მათი ინტერესებისა და ესგ-ს სტანდარტის გათვალისწინებით. 
საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართ მეტი ინტერესი გაჩენა, რათა უკეთ შეიცნოს სამყარო და იგრძნონ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოების და გარემოს მიმართ. 
საწრეო მუშაობა საკმაოდ ეფექტური გამოდგა, რადგან მოსწავლეებმა შეძლეს როგორც პროგრამული საკითხების სიღრმისეულად გააზრება და შესწავლა, ისე დამატებითი ინფორმაციების მოძიება-განხილვა. 
სამუშაო სასწავლო გარემო იყო მშვიდი და კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული. შეხვედრებზე ვიყენებდი როგორც ბეჭდურ ისე ელექტრონულ რესურსებს. მუშაობის პროცესი ხელს უწყობდა სწავლის გაღრმავებასა და ტრანსფერს. წრის პროგრამული საკითხები მათ ნათელ წარმოდგენას უქმნიდა ძველი ცხოვრების შესახებ. 
წრის წევრებთან ერთად, მიმაჩნია, რომ მიზანს მივაღწიეთ. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, მომავალშიც, წრის მუშაობის გაგრძელების შესახებ. მათი გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს მოსწონდათ საწრეო მუშაობა, საინტერესო აქტივობებისათვის და საერთოდ წრეობრივი მუშაობის შექმნისთვის. 
ანალოგიურად, მშობლებიც კმაყოფილებით და ენთუზიაზმით შეხვდნენ წრის დაარსებას. აღნიშნავენ, რომ წრე იყო საინტერესო, რადგან მათი შვილები ხალისითა და მონდომებით მუშაობდნენ და წრეზე მიღებულ ინფორმაციას მათი შვილები იყენებენ izrune.ge-ზე სავარჯიშო და შემაჯამებელი ტესტების შესავსებად. 

ბუნებისმეტყველების საწრეო მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების შედეგებზეც. 

No comments:

Post a Comment