Thursday, November 28, 2019

საწრეო მუშაობა ბუნებისმეტყველებაში "პატარა ცნობისმოყვარე"

საწრეო მუშაობა ბუნებისმეტყველებაში 
საწრეო მუშაობა 
საგანი: ბუნებისმეტყველება წრის სახელწოდება: ,პატარა ცნობისმოყვარე“ სკოლა: სსიპ შმაგი გოგშელიძის სახელობის ლისის საჯარო სკოლა 
კლასი: I -III სასწავლო წელი: 2019-2020 წლის I სემესტრი წრის ხელმძღვანელი მასწავლებელი: მაია სარდლიშვილი- ბერიძე 
საწრეო მუშაობის მიზნები 
● მოსწავლეებში ბუნებისადმი ინტერესის გაღვივება; 
● დაკვირვების, კვლევის , კლასიფიცირების,მსჯელობის, დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების გამომუშავება. 
● შემოქმედებითი და დამოუკიდებელი , ასევე თანამშრომლობითი უნარებისა და კოგნიტური ჩვევების ხელშეწყობა - განვითარება. 
წრის დახასიათება 
იაკობ გოგებაშვილის ,,ბუნების კარის“ პირველ გამოცემის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: ,,ბუნების შესწავლის 
უმთავრესი მიზანია გაუხსნას ყმაწვილს თანაგრძნობა ბუნებისა, შეაყვაროს მისი გამოძიება და მისი განხილვა“ 
გადავწყვიტე ამ მიზნის მიღწევაში ბუნების გაკვეთილებთან ერთად საწრეო მუშაობაც ჩამერთო. დამეახლოვებინა პატარა ცნობისმოყვარეები ბუნებასთან, ამიტომ წრის პროგრამაში სწორედ ისეთი საკითხები და აქტივობები შევიტანე, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს უკეთ შეიცნონ ბუნება, შეიგრძნონ და იტერესით დაიწყონ მისი შესწავლა. 
ვფიქრობ, კვლევა-ძიებისთვის განკუთვნილი სავარჯიშოები და დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებები დადებით სასწავლო მოტივაციას შეუქმნის მოსწავლეებს და სახალისოსა და საინტერესოს გახდის ბუნებისმეტყველების მეცადინეობებს.რაც ასევე დაეხმარებათ შემეცნებითი უნარების დაუფლებაში. 
ვფიქრობ,სხვადასხვა თამაშების, ვიდეორგოლების მულტფილმების, რუბრიკების, ბარათების, ფერადი თვალსაჩინოებისა და რესურსის გამოყენებით შევძლებ გავაცემინო პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე. 
რესურსებით: დაფა, ფერადი ცარცი, თაბახის ფურცელი,პროექტორი, , შუქნიშნის ბარატები, ბუკები,წებოვანი ბარათები და წრის ფუნქციონირების განმავლობაში, მოსწავლეებსა და მშობლებთან ერთობლივად შექმნილი თვალსაჩინო მასალა დამეხმარება ე.ს.გ.-ის ბუნების წლის ბოლოს მისაღწევი შედეგების დაძლევაში. 
წრის აქტუალურობა 
ვფიქრობ, სემესტრის განმავლობასი წარმართული საწრეო მუშაობა აქტუალურია, რადგან სწორედ ამ ასაკში იწყებენ ბავშვები ბუნებაში დამოუკიდებლად ორიენტაციას და უჩნდებათ მისი კვლევის უნარი, აწუხებთ უამრავი კითხვა სამყაროს მიმართ. სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში დაეხმარება მათ წრეზე განხილული საკითხები.ასევე წრე ხელს შეუწყობს მოსწავლის შინაგანი პოტენციალის გახსნასა და მისი შესაძლებლობების გამოვლენას. 
საწრეო მუშაობის პროგრამა 
კლასი: I-III 2018-2019 სასწავლო წლის I სემესტრი მეცადინეობა ხანგრძლივობა: 40 წუთი , გაკვეთილების შემდეგ. N თარიღი თემის დასახელება საათების 
რაოდენობა 1 17.09 ჩემი საცხოვრებელი 40 წთ 2 19.09 ბუნებრივი და ხელოვნური 40 წთ 3 24.09 ცოცხალი და არაცოცხალი 40 წთ 4 26.09 რა როგორ ხმიანობს 40 წთ 5 01.10 ბუნების სადარაჯოზე 40წთ 6 3.10 სატრანსპორტო საშუალებები 40წთ 
7 08.10 მზის სისტემა 40წთ 
8 10.10 ყვავილოვანი მცენარეები 40წთ 
9 15.10 ყვავილოვანი მცენარეები 40წთ 
10 17.10 ყვავილოვანი მცენარეები 40წთ 
11 22.10 ხიფათი ქუჩაში 40წთ 
12 24.10 ბუნებრივი მოვლენები 40 წთ 
13 31.10 ბუნებრივი მოვლენები 40 წთ 
14 7.11 ჯანსაღი კვება 40 წთ 
15 14.11 შემაჯამებელი გაკვეთილი 40წთ 
16 21.11 შემაჯამებელი გაკვეთილი 40 წთ 
დასწრების ფურცელი 
წრის სახელწოდება: ,,პატარა ცნობისმოყვარე“ 
2019-2020 სასწავლო წელი, I სემესტრი. 
N გვარი, სახელი თარიღი ხელწერა 1 ირახიმოვა ელმინა 2 ორუჯიევა რამინა 3 შელია ანანო 4 ხუბულოვი საბა 5 გასანოვი ანარო 6 გოგშელიძე ელენე 7 მამედოვი ხათიჯა 8 ზვიადაური ნიკოლოზი 9 სარდლიშვილი ნიკა 
კითხვარი მშობელთათვის 
სახელი, გვარი ------------------------------- 
1.დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია წრის შექმნის შესახებ 
ა) დიახ; ბ)არა. 
2. თქვენი აზრით,საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს თქვენს შვილს მათემატიკური ცოდნის გაღრმავებაში? ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა 
3.იყო თუ არა საწრეო მუშაობა თქვენი შვილისთვის მრავალფეროვანი და საინტერესო? ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა 
4. იყო თუ არა მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო შექმნილი მოსწავლეთათვის? ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა 
5. რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას? 
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 
მოსწავლის კითხვარი 
სახელი, გვარი: -------------------------- 1. დროულად მოგეწოდათ თუ არა ინფორმაცია წრის შექმნის 
თაობაზე? ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა 
2 . იყო თუ არა საინტერესო და მრავალფეროვანი საწრეო მუშაობა? ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა 
3. საწრეო მუშაობის დროს განხილული საკითხები გეხმარებოდა თუ არა ცოდნის გაღრმავებაში? 
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა 
4. იყო თუ არა შენთვის შექმნილი მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო? 
ა) დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა 
5. რამდენი ქულით შეაფასებდით საწრეო მუშაობას? 
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 
საწრეო მუშაობის რეფლექსია სსიპ შმაგი გოგშელიძის სახელობის ლისისსაჯარო სკოლის I-III კლასში 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეიქმნა ბუნებისმეტყველების წრე. წრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო ყველა დაინტერესებულ პირთათვის, რადგან წრის შექმნის შესახებ ინფორმაცია მშობლებს მივაწოდე სიტყვიერადაც და ელექტრონულადაც ( სოციალურ ქსელში გავაზიარე ბლოგის მისამართი, სადაც დეტალურად მქონდა აღწერილი წრის შექმნის მიზანი). 
წრეში გაერთიანებული იყო ცხრა მოსწავლე. საწრეო მუშაობა ტარდებოდა , ხუთი გაკვეთილის შემდეგ. საწრეო მუშაობაზე განსახილველი საკითხები წინასწარ შევათანხმე მოსწავლეებთან მათი ინტერესებისა და ესგ-ს სტანდარტის გათვალისწინებით. 
საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით და საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართ მეტი ინტერესი გაჩენა, რათა უკეთ შეიცნოს სამყარო და იგრძნონ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოების და გარემოს მიმართ. 
საწრეო მუშაობა საკმაოდ ეფექტური გამოდგა, რადგან მოსწავლეებმა შეძლეს როგორც პროგრამული საკითხების სიღრმისეულად გააზრება და შესწავლა, ისე დამატებითი ინფორმაციების მოძიება-განხილვა. 
სამუშაო სასწავლო გარემო იყო მშვიდი და კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული. შეხვედრებზე ვიყენებდი როგორც ბეჭდურ ისე ელექტრონულ რესურსებს. მუშაობის პროცესი ხელს უწყობდა სწავლის გაღრმავებასა და ტრანსფერს. წრის პროგრამული საკითხები მათ ნათელ წარმოდგენას უქმნიდა ძველი ცხოვრების შესახებ. 
წრის წევრებთან ერთად, მიმაჩნია, რომ მიზანს მივაღწიეთ. მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, მომავალშიც, წრის მუშაობის გაგრძელების შესახებ. მათი გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს მოსწონდათ საწრეო მუშაობა, საინტერესო აქტივობებისათვის და საერთოდ წრეობრივი მუშაობის შექმნისთვის. 
ანალოგიურად, მშობლებიც კმაყოფილებით და ენთუზიაზმით შეხვდნენ წრის დაარსებას. აღნიშნავენ, რომ წრე იყო საინტერესო, რადგან მათი შვილები ხალისითა და მონდომებით მუშაობდნენ და წრეზე მიღებულ ინფორმაციას მათი შვილები იყენებენ izrune.ge-ზე სავარჯიშო და შემაჯამებელი ტესტების შესავსებად. 

ბუნებისმეტყველების საწრეო მუშაობა დადებითად აისახა საგნის სწავლების შედეგებზეც. 

სოციალური პროექტი ,,ჩემი უფლებები და მოვალიობები"


სოციალური პროექტი  27.09.2019      04.10.2019    11.10.2019
სახელი, გვარი
მაია სარდლიშვილი
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
მცხეთის რაიონი, სოფელი ლისი
სკოლა 
შმაგი გოგსელიძის სახელობის ლისის საჯარო სკოლა
პროექტის  დასახელება
ბავშვთა  უფლებები  და  მოვალეობები
პროექტის შინაარსი

ადამიანის  უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში  გაერთიანებული  ერების ორგანიზაციამ განსაკუთრებული მზრუნველობით ბავშვთა  უფლება გამოაცხადა.  მიაჩნიათ რა, რომ ბავშვი სრულყოფილად უნდა იყოს მომზადებული საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აღიზარდოს მშვიდობის, ადამიანის ღირსების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით,,  შესაბამისად  ბავშვმა  მისთვის  გასაგებ  ენაზე  უნდა იცოდეს    მისი/სხვისი  უფლებები და  მოვალეობები,  რაც ასევე  გაწერილია ეროვნულ  სასწავლო   გეგმის  მოთხოვნებშიც ,გავითვალისწინეთ  რა  ამ საკითხის  აქტუალობა, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა  პროექტი ,,ბავშვთა  უფლებები  და  მოვალეობები’’,  რის  შედეგადაც  მოსწავლეები  მიიღებდნენ  უფრო  ღრმა  ცოდნას  აღნიშნულსაკითხთან დაკავშირებით.

საფეხური/კლასი
დაწყებითი, მე-3  და მე-4 კლასი
პროექტის განხორციელების დრო
3 კვირა, 6სთ
I  კვირა ბუკლეტების დამზადება-დარიგება;.,,ბავშვთა  უფლება-მოვალეობების’’შესახებ  წინარე  ცოდნის  გააქტიურება . უფლებების გააზრება/გამოყენება ბავშვთა უფლებათა  ბარათების  დახმარებით,,,
II  კვირა  . სიტუაციური  ამოცანების განხილვა,, კედლის  გაზეთის  შექმნა
III კვირა ნამუშევრების პრეზენტაცია; თემის შეჯამება ;
პროექტის სასწავლო მიზნები/სასწავლო შედეგები

პროექტზე მუშაობის მიზანია მოსწავლეებმა სწორად გაიზრონ ცნება - ჩემი  და სხვისი უფლებები და  მოვალეობები.  შეძლონ სხვისი განსხვავებულობის დაფასება და მათი მიღება.პროქეტზე მუშაობის შედეგად:
·         მოსწავლეები  შეძლებენ  გარკვეული  ცოდნის მიღებას ,  თუ  რას  ნიშნავს ადამიანის უფლება  და  მოვალეობა.
·         გაანალიზებენ  თუ რა  შედეგი  შეიძლება  მოყვეს უფლების დარღვევას.
·         შეძლებენ საკუთარი  თავის  აღიქვმას  საზოგადოების  სრულუფლებიან  წევრად  განურჩევლად სქესისა, რასისა,კანის  ფერისა,  ეროვნული  თუ  სოციალური წარმოშობისა,  ფიზიკური  თუ  გონებრივი  შესაძლებლობებისა  და  ა.შ.
·         მოსწავლეები გამოიმუშავებენ კრიტიკული აზროვნებისა  და  თანამშრომლობითი  მუშაობის უნარ-ჩვევებს
·         დაიცავენ  საკუთარსა და  სხვის  უფლებებს.
საგნობრივი  სტანდარტები, რომლებსაც ეყრდნობა პროექტი

საზ.მეც.დაწყ.(I).1. საკუთარი თავის აღქმა საზოგადოებრივი ჯგუფების - ოჯახის, სამეგობროს, სკოლის, თემის - წევრად;
საზ.მეც.დაწყ.(I).2. საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების მიმართ ზრუნვა-პატივისცემის გამოვლენა;
საზ.მეც.დაწყ.(I).3ასაკის შესატყვისი ზნეობრივი კატეგორიების გაცნობიერება და საზოგადოებაში მიღებული ეთიკის ნორმების შესაბამისად მოქმედება;
საზ.მეც.დაწყ.(II).13. საქართველოს ეთნიკური, კულტურულ-რელიგიური მრავალფეროვნების გააზრება და პოზიტიური დამოკიდებულების გამოვლენა;
21-ე  საუკუნის უნარ-ჩვევები:
       კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
       კომუნიკაცია და თანამშრომლობა  
       ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
       სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
       ლიდერობა და პასუხიმგებლობავალდებულება


საზ.მეც.დაწყ.(I).1. საკუთარი თავის აღქმა საზოგადოებრივი ჯგუფების - ოჯახის, სამეგობროს, სკოლის, თემის - წევრად;
საზ.მეც.დაწყ.(I).2. საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების მიმართ ზრუნვა-პატივისცემის გამოვლენა;
საზ.მეც.დაწყ.(I).3ასაკის შესატყვისი ზნეობრივი კატეგორიების გაცნობიერება და საზოგადოებაში მიღებული ეთიკის ნორმების შესაბამისად მოქმედება;
საზ.მეც.დაწყ.(II).13. საქართველოს ეთნიკური, კულტურულ-რელიგიური მრავალფეროვნების გააზრება და პოზიტიური დამოკიდებულების გამოვლენა;
21-ე  საუკუნის უნარ-ჩვევები:
       კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
       კომუნიკაცია და თანამშრომლობა 
       ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
       სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
       ლიდერობა და პასუხიმგებლობავალდებულება

შეფასების გეგმა
პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეთა საჭიროების მიზნით გამოვიყენე შეფასების სხვადასხვა ფორმა: 
ჯგუფური მუშაობის   რუბრიკა. თვითშეფასების რუბრიკა, პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, დაკვირვების დღიური (იხ. დანართი 1)
სხვა საკითხები
წინარე ცოდნა
·         ტექსტის დამუშავების უნარ-ჩვევა (მთავარი და არამთავარი ინფორმაციის გამიჯვნა).
·         კედლის  გაზეთზე  მუშაობის უნარი
·         ინფორმაციის ჩანიშვნის, დახარისხების უნარი
·         თანამშრომლობის უნარი
·         პრზენტაციის -ინფორმაციის  გადმოცემის უნარი
·         შემოქმედებითი უნარი

სასწავლო პროცედურები
პირველი კვირა
I დღე : პროექტის დაწყებამდე მასწავლებელი და მოსწავლეები ამზადებენ ბუკლეტებს და მშობლებს ურიგებენ. ამცნობენ  განსახორციელებელი პროექტის  თემას, პროექტზე მუშაობის მიზნებსა და შედეგებს.
მოსწავლეები   გონებრივი  იერიშის  გამოყენებით გაიხსენებენ  თუ  რა  იციან  საკუთარი  უფლებებისა  და  მოვალეობების  შესახებ.  წინარე  ცოდნის  გააქტიურების  შემდეგ  იმსჯელებენ  და  ერთმანეთისგან  გამიჯნავენ  უფლებებსა  და  მოვალეობებს.
II დღე: მასწავლებელიმუშაობს კლასთან, სვამს შეკითხვებს :  რისი  უფლება  აქვს  ყველა  ბავშვს?  რა  შედეგი  შეიძლება  გამოიწვიოს უფლების  დარღვევამ  მომავალში? რამ  შეიძლება  გამოიწვიოს ბავშვის  უფლებების დარღვევა ?.  როგორ  ავიცილოთ  ძალადობა?
მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად შემთხვევითობის პრინციპით. თითოეულ ჯგუფს ურიგებს  პატარა  ბარათებზე ჩამოწერილ  ბავშვის  უფლებებსა  და   შესაბამის  ილუსტრაციებს  და  სთხოვს  მათ  ამოიცნონ  და  ერთმანეთზე  დააწებონ  თითოეული  ნახატის  შესაბამისი  ტექსტი. (იხ. დანართი 2}

მეორე კვირა
I-დღე:  სიტუაციურ  ამოცანებზე  მუშაობა. სიტუაციის რომელი  გმირი  მოქმედებს  პასუხისმგებლობით?
სიტუაციაN1
ირეკება  ზარი. მოსწავლეებს  ბუფეტში  ეჩქარებათ. გაქანდებიან  კარისკენ  და სწრაფად  გააღებენ.  ამ  დროს  კი  კართან  მოსწავლე  ჩაივლის.
რა  მოხდება?  როგორ მოქმედებს  ერთი  ადამიანის  საქციელი  მეორეზე?  როცა  კარს აღებდით,  გიფიქრიათ შედეგებზე?
სიტუაცია N2
დილას  სკოლაში  რომ  არ  დააგვიანდეს,  გიორგი  ჩანთას  საღაამოობით  ალაგებს. საჭირო  ნივთებს  ნივთებს  კოხტად  აწყობს  საწოლის  გვერდით.ის სკოლაში  ყოველთვის  დროზე  მიდის.თავისი  ნივთების  მილაგებასაც  ასწრებს  და  ჭურჭლის  გარეცხვასაც.
II-დღე: ჯგუფები ქმნიან  კედლის  გაზეთს  ბავშვთა  უფლებები  და  მოვალეობები’’
        
მესამე კვირა:
I დღე : ნამუშევრების პრეზენტაცია
II დღე : თემის შეჯამება. მოსწავლეები შეავსებენ სქემას  3-2-1( იხ. დანართი 3 ) ისაუბრებენ, პროექტზე მუშაობისას რამ დატოვა მკაფიო შთაბეჭდილება მათზე  და უპასუხებენ კითხვას - ვარ თუ არა  საკუთარი  და  სხვისი  უფლების  დამცველი? ( დანართი 4).


დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
მოსწავლეს მასწავლებელი ინფორმაციის მოძიებისთვის აძლევს დამატებით დროს. მოსწავლე თემიდან გამომდინარე შექმნის ნახატს ან აპლიკაციას, გააფორმებს პოსტერს. შექმნის ფოტოკოლაჟს და დაასათაურებს.დაარიგებს ბუკლეტებს.

არაქართულენოვანიმოსწავლეები(მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
მყავს
ნიჭიერი მოსწავლეები
მოსწავლე დაახარისხებს ინფორმაციას, დაეხმარება სუსტ მოსწავლეს ამოცანის შესრულებაში.
პროექტის განხორციელების რისკები,შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები:
რადგან პროექტი რამდენიმე კვირაზე იყო გაწერილი არსებობდა რისკები, რომ მონაწილე მოსწავლეების ინტერესები ასაკობრივი ჭრილიდან გამომდინარე შესუსტებოდა.ასევე მოსწავლეებს გაუძნელდებოდათ power point-ში მუშაობა. თუმცა მშობელების   ჩართულობამ და თანადგომამ გაზარდა მოსწავლეთა  მოტივაცია  და დაინტერესება თემის მიმართ.
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
ბეჭდური მასალები
დამხმარე ლიტერატურა -კონვენცია  ბავშვთა  უფლებების  შესახებ.

ინვენტარი/მასალები
თაბახის ფურცლევი, მარკერი, ბავშვთა  უფლებათა  ბარათები.
ინტერნეტრესურსები

სხვა რესურსები
მოწვეული სტუმრები: მოსწავლეები სხვა კლასიდან, მშობლები, მასწავლებლები .
ინდიკატორები
ყოველთვის
ზოგჯერ
არასოდეს
ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ
როცა სხვა ლაპარაკობს ვუსმენ ყურადღებით
განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ
დაკისრებულ ფუნქციას ვასრულებ
ვიცავ დროის ლიმიტს





თვითშეფასების რუბრიკა


პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

შეფასების კრიტერიუმები
მაღალი
დაბალი
საშუალო
პასუხობს თემას



ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას)



საუბრობს გამართულაი ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას



იყენებს განსხვავებულ წყაროებს



იყენებს თვალსაჩინოებას



იცავს დროის ლიმიტს





ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა

                                                                                       
შეფასების      კრიტერიუმები
მაღალი
დაბალი
საშუალო


I
ჯგუფი
II
ჯგუფი
I
ჯგუფი
II
ჯგუფი
I
ჯგუფი
II
ჯგუფი
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)






შესრულებული სავარჯიშოს ადეკვატურობა






ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს